საწვავის მოხმარება შემცირდა, იმპორტი გაზრდილია – ნავთობზე ფასების შემცირების შედეგები

თბილისი (BPI) – 2020 წლის მარტში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 84,4 ათასი ტონამდე შემცირდა, წლიურ ჭრილში შემცირებულია 1,1%-ით. სამაგიეროდ მაჩვენებელი 21,1%-ით არის გაზრდილი თებერვალთან შედარებით.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აღნიშნავენ, რომ საწვავის  იმპორტი მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში გაზრდილია, თუმცა ამავე დროს პროდუქციის გაყიდვები შემცირებულია 40%-ით covid-19-დან გამომდინარე. საწვავის იმპორტის ზრდა ძირითადად განპირობებულია პროდუქტზე საერთაშორისო ფასების მნიშვნელოვანი კლებით, რის შედეგადაც ხდება პროდუქციაზე მარაგების შექმნა მასზე მოთხოვნილების არქონის მიუხედავად. აპრილის თვეში საწვავის მოხმარება მიმდინარე ობიექტური მიზეზების გამო კიდევ უფრო  ნაკლები იქნება.

2020 წლის I კვარტალში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 244,4 ათასი ტონა, ეს 5,1%-ით მეტია, ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში.

მარტში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 45,4 ათასი ტონა (+21,1%-ით), დიზელის საწვავის იმპორტმა –  39,0 ათასი ტონა (+21,1%-ით).

საწვავის კატეგორიების მიხედვით  მარტში იმპორტირებულია: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი – 28,8  ათასი ტონა ანუ 63,4%;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი – 15,4 ათასი ტონა ანუ  33,9%, A-98 სუპერი მარკის  ბენზინი – 1,2 ათასი ტონა ანუ 2,6%.

ქვეყნების მიხედვით, 2020 წლის მარტში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 19,0 ათასი ტონა, იმპორტის 22,5%, თურქმენეთი – 16,8 ათასი ტონა (19,9%), რუმინეთი – 16,3 ათასი ტონა (19,3%), აზერბაიჯანი – 9,7 ათასი ტონა (11,5%), ყაზახეთი – 7,8 ათასი ტონა (9,2%), ბულგარეთი – 7,2 ათასი ტონა (8,5%); საბერძნეთი – 5,2 ათასი ტონა (6,2%), გაერთ. ემირ. – 1,5 ათასი ტონა (1,8%), თურქეთი – 0,9 ათასი ტონა (1,1%).

კავშირი აღნიშნავს, რომ წელს პირველად ქვეყანაში ხორციელდება A-91 ოქტანის, რეგულარის ტიპის ბენზინის საწვავის იმპორტი თურქმენეთიდან (2020 წლის I კვარტლის შედეგებით მთლიანი იმპორტის 17%) და ყაზახეთიდან (6,3%) და  მათი ხვედრითი წილი ადგილობრივ ბაზარზე უკვე სოლიდურია.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ზუგდიდში ლოკოკინების ფერმა გაშენდა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელოში, კერძოდ, ზუგდიდის სოფელ ერგეტაში ნახევარ ჰა-ზე ლოკოკინების …