საქართველო ინტერნეტთავდასხმებს ნაკლებად დაექვემდებარა

თბილისი (BPI) – საქართველოში 2019 წლის მესამე კვარტალში ინტერნეტიდან შეტევებს დაექვემდებარა საქართველოს მომხმარებელთა  10,3%. სომხეთში ამ მაჩვენებელმა 11.8% შეადგინა, ხოლო აზერბაიჯანში –  12,7%.  2019 წლის მეორე კვარტალში  ვებ -შეტევები განხორციელდა  საქართველოს მომხმარებელთა  14.2%-ზე. იმავე პერიოდში სომხეთში ეს რიცხვი 15.4% იყო, ხოლო აზერბაიჯანში – 16.6%. „კასპერსკის  ლაბორატორიის“  მონაცემებით 2019 წლის ივლის-სექტემბერში ყველაზე მეტად ინტერნეტ-შეტევები განიცადეს ტუნისის მომხმარებლებმა, ამ მაჩვენებელმა  შეადგინა  23,3%-ი.

2019 წლის მესამე კვარტალში ლოკალური საფრთხეებით დასნებოვნების მცდელობას შეეჯახნენ საქართველოს მომხმარებელთა 22.5% -ი,  სომხეთში 29,5%,  ხოლო აზერბაიჯანში – 34.7%.  საქართველოში 2019 წლის მეორე კვარტალში ლოკალურმა მავნებლებმა შეუტიეს    საქართველოს მომხმარებელთა 26,6%-ს,  სომხეთში  ისინი დარეგისტრირებულნი იქნენ მოწყობილობათა  33,5% -ზე, ხოლო აზერბაიჯანში  – 39.2%-ზე. 2019 წლის ივლის-სექტემბერში ყველაზე მეტად ლოკალური შეტევები  განიცადეს ავღანეთის მომხმარებლებმა  და ამ მაჩვენებელმა შეადგინა 53,45%.

როგორც  ვებ-შეტევებისაგან თავდაცვის საშუალება ექსპერტები გვირჩევენ გამოვიყენოთ ვებ-მოდულიანი საიმედო ანტივირუსი, რომელიც დაგვიცავს დასნებოვანებული ვებ-გვერდებიდან მავნე ობიექტების ჩამოტვირთვისაგან.

ლოკალური საფრთხეების თავიდან ასაცილებლად ანტივირუსით უნდა შევამოწმოთ მოსახსნელი მედიები.  ასევე საჭიროა კომპიუტერზე გამოვრთოთ ფაილების ავტოჩამოტვირთვა მოსახსნელი მედიიდან, ხოლო კორპორატიული  მომხმარებლები მთელი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდნონ  აპარატების ფიზიკურ უსაფრთხოებას  და შესაბამისი კონტროლი დააყენონ ჩართულ მოწყობილობებზე. ამაში მათ დაეხმარება ქსელთან წვდომის  კონტროლის სისტემით  და მოწყობილობის კონტროლის ფუნქციით  აღჭურვილი დამცველი  გადაწყვეტილებები. ყოველივე ამას შეიცავენ   ბიზნესისათვის განკუთვნილი ანტივირუსული პროგრამები.

 

 

შემთხვევითი სიახლე

IMF-ის რჩევები მთავრობას

თბილისი (BPI) – საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) საქართველოს მთავრობას სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებას ურჩევს. ფონდის მოსაზრებით …