საქართველოში 2022 წლის პირველ კვარტალში 4221 კონცენტრაცია დარეგისტრირდა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ყოველკვარტალურად მონიტორინგს ახორციელებს.

2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში 4221 კონცენტრაციაა რეგისტრირებული, საიდანაც 4216 შემთხვევაში, მონაწილე მხარეების წლიური ბრუნვა, წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის, აუცილებელ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებდა. აღნიშნული შემთხვევებიდან კრიტერიუმს 5 აკმაყოფილებდა, თუმცა სააგენტოსთვის წინასწარ შეტყობინებას არ საჭიროებდა.

ასევე, საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით, სააგენტოსთვის ცნობილი გახდა კონკრეტულ ეკონომიკურ აგენტებს შორის, 2022 წლის 27 აპრილს, განხორციელებული კონცენტრაციის შესახებ, რომელიც წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის, წლიური ბრუნვის ნაწილში, აუცილებელ კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, რაც სავარაუდოდ, სააგენტოს გვერდის ავლით განხორცილდა. საკითხი ეხება სამედიცინო და საგანმანათლებლო ბაზარზე განხორციელებულ კონცენტრაციას. აღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტოში ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს.

კომპანიების შერწყმის (კონცენტრაციის) შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტო ინფორმირებული უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ კომპანიების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება, ხოლო თითოეული კომპანიის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარზე მეტია.

სააგენტოს გვერდის ავლით, უწყების მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევებში კომპანიები მაქსიმუმ, 5%-მდე მოცულობით დაჯარიმდებიან.

2021 წელს, ქვეყანაში სულ 21 423 კონცენტრაცია განხორციელდა. 2 კონცენტრაცია (შერწყმა) სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინებით შედგა. ერთი გაერთიანება კი სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე განხორციელდა. ეკონომიკურ აგენტს კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმა დაეკისრა. თანხმობა საკითხის შესწავლის შემდეგ გაიცა .

შემთხვევითი სიახლე

შეიძინე eSIM silknet.com-დან

ვირტუალური მობილური ნომერი ბევრი მომხმარებლისთვის  უფრო კომფორტული აღმოჩნდა, განსაკუთრებით  მათთვის, ვისაც  ხშირად უწევს მობილურ მოწყობილობაში …