საქართველოს საგარეო ვალი $5,448 მლრდ-ია

თბილისი (BPI) – საქართველოს საგარეო ვალი 2019 წლის 28 თებერვლის მონაცემებით, 5,448 მლრდ დოლარია.

ფინანსტა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საგარეო ვალდებულებები წლიურ ჭრილში 145 მლნ დოლარით არის გაზრდილი, 2018 წლის თებერვალთან კი 18 მლნ დოლარით შემცირდა.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ ქვეყანას 3,824 მლრდ დოლარი მართებს. კრედიტორ საფინანსო ინსტიტუტებს შორისაა მსოფლიო ბანკი; სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი; საერთაშორისო სავალუტო ფონდი; რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი; აზიის განვითარების ბანკი; ევროპის საინვესტიციო ბანკი. მათგან ყველაზე მსხვილი კრედიტორი საფინანსო ინსტიტუტი მოფლიო ბანკია.

საქართველოს 17 ორმხრივი კრედიტორი სახელმწიფო ჰყავს და მათ წინაშე არსებული დავალიანება 954 მლნ დოლარია. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული საგარეო ვალის მოცულობა 500 მლნ დოლარია.

შემთხვევითი სიახლე

ბანკების პორტფელის ზრდა 15%-ს აღემატება /რეიტინგი/

თბილისი (BPI) –  საბანკო სექტორის დაკრედიტება შენელდა.  წლის დასაწყისიდან 1.1%-იანი ზრდაა. საშუალო ვადიან პერიოდში კი, 2018 წლის  ივლისიდან, …