საქართველოს ბანკმა Deutsche Bank-ისგან Operational Excellence Award-ი მიიღო

თბილისი (BPI) – Deutsche Bank-მა საქართველოს ბანკს  2018 და 2017 წლებისთვის ევროსა და დოლარში სწრაფი, ეფექტური და კომფორტული გადარიცხვებისა და საუკეთესო  STP ( Straight-Through-Processing) პროცესებისთვის საოპერაციო ჯილდო გადასცა.

„მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ საქართველოს ბანკი Deutsche Bank New York-ის მიერ აღიარებულია, როგორც საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც 2017-2018 წლებში განხორციელებული ფულადი გადარიცხვებისას საუკეთესო სტანდარტები აჩვენა. Operational Excellence Award ენიჭება ბანკებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მაღალ სტანდარტებს. ამისათვის კი მიუკერძოებელი ჟიური შეისწავლის კორესპონდენტი ბანკების შეფასებებს, და ასევე,   ბანკის მიერ განხორციელებული გადახდების ხარისხსა და  ტრანზაქციების  რაოდენობას. სწორედ ამ კრიტერიუმების შეფასების შედეგად ვლინდებიან გამარჯვებული ბანკები. წელს კი ეს აღიარება საქართველოს ბანკმა მოიპოვა“, – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

ინფორმაციისთვის, Deutsche Bank-ი მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად ასახელებს ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც გამოირჩევა ევროსა და დოლარში განხორციელებული გადარიცხვებისას მაღალი სტანდარტებითა და ეფექტურობით. ჯილდო ბანკებს ენიჭებათ გამართული  STP პროცესებისთვის.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს სახელი ალპების მთებში – Freeride World Tour: Georgia Pro 2026 ავსტრიაში ჩატარდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) ჩართულობითა და ფრირაიდის მსოფლიო ტურის გადაწყვეტილებით, …