საბანკო სესხები კიდევ 3 თვით გადავადდება – ვის შეეხება შეღავათები

თბილისი (BPI) – მოქალაქეებს, რომლებმაც შემოსავლები დაკარგეს საბანკო სესხები კიდევ 3 თვით გადაუვადდებათ, – ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემირის თქმით, შეღავათები გარკვეულ კატეგორიას შეეხება:

  1. ყველა მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა შემოსავალი და რომელსაც სახელმწიფო სოციალური ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება;
  2. ყველა მოქალაქეს, რომელსაც შეუმცირდა შემოსავალი და საკუთარი სურვილით მიმართავს ბანკს სესხის გადავადებაზე.

პრემიერის თქმით, ამ კატეგორიას გადაუვადდება პროცენტის გადახდა 3 თვით და ეს ყველაფერი მოხდება პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე.

საბანკო სექტორთან შეტანხმება უკვე მიღწეულია.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს სახელი ალპების მთებში – Freeride World Tour: Georgia Pro 2026 ავსტრიაში ჩატარდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) ჩართულობითა და ფრირაიდის მსოფლიო ტურის გადაწყვეტილებით, …