რუსული ეკონომიკა ელიტური კლასით ძალიან სწრაფ განადგურების გზას ადგას – გიორგი აბაშიშვილი

რუსული ეკონომიკა ელიტური კლასით ძალიან სწრაფ განადგურების გზას ადგას!, – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკური ორგანიზაცია “ჯეოქეისის“ მკვლევარი ეკონომიკის მიმართულებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (СIU) ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი გიორგი აბაშიშვილი. მისი განმარტებით, ეს ყველაფერი გაზომვადია.

“1. დრამატული დანაკარგები ელით ნავთობის და გაზის ექსპორტიდან (უვიცობაა მტკიცება რომ ფასების გაზრდით დაბალანსდება)

2. საფინანსო სექტორი მსოფლიოს ეკონომიკის ისტორიაში არნახული სისწრაფით იშლება – სიმბოლურია ცენტრალური ბანკი, რუბლი ისეთ მდგომარეობაშია მალე გაივსება ნიუსები როგორ დაიწყო ბარტერული ოპერაციები რუსეთში

3. ოლიგარქია იშლება! გუშინ კიდევ ერთმა საკმაოდ მსხვილმა გაბედა კრიტიკა – მათზე ზეწოლა გრძელდება. ყველანაირ პოლიტიკურ გავლენებს რომ თავი დავანებოთ – ოლიგარქები რუსეთის ეკონომიკის უდიდეს ნაწილს ფლობენ – ჩაშლა გარდაუვალია!”, წერს აბაშიშვილი.

სამი დამამტკიცებელი ფოტო:

შემთხვევითი სიახლე

მსხვილი კომპანიები რუსეთიდან შემოტანილ საწვავს მაღალი ფასნამატით ყიდდნენ – ლექვინაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივ ბაზარზე საწვავის მაღალი ფასების გამო, მაისის დასაწყისში კონკურენციის სააგენტოს საწვავის …