“რუსთავი 2”-იდან ნოდარ მელაძე დაითხოვეს

თბილისი (BPI) – “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს.

სატელევიზიო კომპანიის გენერალურმა დირექტორი მიზეზად ინტერესთა კონფლიქტს ასახელებს. 

„ნოდარ მელაძესთან ერთად გათავისუფლდება რამდენიმე ადამიანი”, – განაცხადა პაატა სალიამ. მისი თქმით, მელაძესთან ერთად სხვა პირებთან დაკავშირებითაც, რომლებიც შვებულებაში არიან, გადაწყვეტილება შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ იქნება მიღებული.

ინტერესთა კონფლიქტს სალია “თვალთმაქცური გარიგებებით” ხსნის, კვლავინდებურად ასახელებს სარეკლამო კომპანიას ინტერმედია პლუსს. “ეს მოგება მოხდა სხვა კომპანიაში, სხვა კომპანიიდან დარიგდა კონკრეტულ პირებზე, რის შედეგადაც შეძენილია უძრავი ქონება პრესტიჟულ სახლებში”, – განაცხადა სალიამ.

სალია ამავდროულად ადასტურებს, რომ მის ერთ-ერთ მოადგილედ შესაძლოა, ნინო შუბლაძე დაინიშნოს.

ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის და მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მოლაპარაკებებია სხვა კანდიდატებთანაც.

შემთხვევითი სიახლე

თიბისი ლიზინგი და თეგეტა მომხმარებელს ერთობლივ აქციას სთავაზობს

თბილისი (BPI) – ტოიოტა ცენტრი თეგეტა თიბისი ლიზინგთან კოლაბორაციით აქციას იწყებს, რომელიც ტოიოტას მოდელზე C-HR …