როგორ იანგარიშება ინფლაცია – საქსტატი ვიდეოს ავრცელებს

თბილისი (BPI) – საქსტატმა სამომხმარებლო ფასების ინდექსის (Consumer Price Index – CPI) გაანგარიშების მეთოდოლოგიის ამსახველი ვიდეორგოლი მოამზადა. ახალი პროდუქტის მიზანია, სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლებს და ფართო საზოგადოებას მიაწოდოს თვალსაჩინო ინფორმაცია სამომხმარებლო კალათის ფორმირების პრინციპებისა და ფასების შეგროვების მეთოდების, ასევე ქვეყნის ეკონომიკისთვისსამომხარებლო ფასების ინდექსის მნიშვნელობის შესახებ.საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური სამომხმარებლო ფასების ინდექსისგაანგარიშებას 1992 წლიდანახორციელებს. ინდექსის მეშვეობით ხორციელდება ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების საერთო დონის ცვლილების მაჩვენებლის – ინფლაციის დონის გაზომვა.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა 4 თვეში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 120 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2026 წლის იანვარიდან აპრილის ჩათვლით ელექტროენერგიის, ბუნებრივი …