რკინიგზამ თბილისიდან ბათუმისკენ დამატებითი მატარებელი დანიშნა

თბილისი (BPI) – საკურორტო სეზონზე, გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, „საქართველოს რკინიგზა“ თბილისიდან და ბათუმიდან ორივე მიმართულებით, ერთი რეისით (№888/887) სამგზავრო მატარებელს ამატებს.

მატარებელი იმოძრავებს შემდეგი განრიგით:

11/08/2019 თბილისი – ბათუმი – თბილისი №888/887

გასვლა- თბილისი – 09:05

ჩასვლა-ბათუმი – 14 :42

გამოსვლა-ბათუმი – 18:30

ჩამოსვლა- თბილისი – 00:07
ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

ბილეთები იყიდება ასევე ვებ გვერდებზე (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge) ; სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ „ეკონომიკურ ფორუმზე“ განახლებადი ენერგიების ხელშემწყობი მექანიზმების შესახებ ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „ეკონომიკური ფორუმის“ …