რამ განაპირობა ბანკების ზარალი

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორს  თითქმის 1 მილიარდიანი ზარალი აქვს. იანვარში 96 მილიონიანი  და თებერვალში 100-ს მილიონიანი მოგების შემდეგ,  მარტში  15 კომერციული ბანკის  წმინდა ზარალი 943 მლნ ლარი იყო, საბანკო სექტორის პირველი კვარტლის საოპერაციო მოგებამ კი, 386 მილიონი ლარი შეადგინა. წმინდა მოგება ნეგატიურია და მინუს 747 მილიონ ლარს შეადგენს. ცნობილი  გახდა ისიც, რომ  სექტორმა, მარტის მდგომარეობით, 1.2 მილიარდი ლარის სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვი შექმნა.

რამ განაპირობა ბანკების ზარალი და რამდენად ინარჩუნებს მდგრადობას საფინანსო სექტორი “ბიზნესპარტნიორში” ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ ისაუბრა.

შემთხვევითი სიახლე

მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლის უფლება დაცული იყოს ყველა სექტორში – დავით ნარმანია

15 მარტს, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქ. ბათუმში მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის …