პარლამენტმა ეროვნული ბანკის და სახელწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევი კომისიები დაამტკიცა

პარლამენტმა ეროვნული ბანკის და სახელწიფო აუდიტის სამსახურის 2022-2023 წლების დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევი კომისიების შემადგენლობა დაამტკიცა. კომისიების შემადგენლობა დეპუტატებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ გააცნო.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ორივე კონკურსში მონაწილეობას მსოფლიოს ოთხ უმსხვილეს აუდიტორულ კომპანიას, ე.წ. „დიდი ოთხეულს” – Ernst & Young- ს, PricewaterhouseCoopers- ს, Deloitte Touche-Tohmatsu-სა და KPMG- ს სთავაზობენ. კომისია აუდიტორულ კომპანიას ოქტომბრამდე შეარჩევს.

 

შემთხვევითი სიახლე

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 77 ხმით „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა. ცვლილების თანახმად, საგადასახადო ორგანოს, მის …