მთის კურორტების გათოვლიანებისთვის თანხა იტალიური საპროექტო ორგანიზაციის მიერ იქნა განსაზღვრული – მინისტრი

მთის კურორტების ხელოვნური გათოვლიანებისთვის ამ ეტაპზე ფასთა მოკვლევის პროცესი მიმდინარეობს, მასში ჩართულია იტალიური საპროექტო ორგანიზაცია, რომელიც მთის ტრასების სააგენტოს მიერ თავად საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის რეკომენდაციით არის შერჩეული, – განაცხადა დღეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მედიის მიერ დასმული კითხვის პასუხად.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მთის კურორტების გათოვლიანებისთვის თანხა, კერძოდ 140 მლნ ლარამდე სწორედ იტალიური საპროექტო ორგანიზაციის მიერ იქნა განსაზღვრული. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მას გავლილი აქვს ექსპერტიზა და ეს იყო პირველი საწყისი საკონკურსო ფასი. ამასთან, ის კატეგორიულად გამორიცხავს პროცესის პოლიტიზების შესაძლებლობას.

„ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს საუბარი ტენდერზე, ეს არის ფასთამოკვლევის პროცესი. რაც შეეხება პროცესის პოლიტიზებას, აბსოლუტურად წარმოუდგენელია – პროცესი მიდის, ჯერ არავის არავინ აურჩევია. მიდის შეფასება, რადგან იქ არის ძალიან ბევრი საკვალიფიკაციო მოთხოვნა, რომლის დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტების შესწავლა უნდა მოხდეს და ეს პროცესი უნდა შედგეს. გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ იქნება მიღებული კანონმდებლობის შესაბამისად“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკის ინიციატივით საქართველოში ენერგეტიკული კლუბი გაიხსნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ინიციატივითა და სემეკში მიმდინარე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული …