მთავრობა ფისკალური საბჭოს შექმნას გეგმავს

თბილისი (BPI) – მთავრობა ფისკალური საბჭოს შექმნას გეგმავს.

“ფისკალური საბჭოს შექმნა კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოვებს ევროკავშირის სტანდარტს. საბჭო დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რომელიც  აკვირდება მთავრობის ფისკალურ პოლიტიკას და არის მიუკერძოებელი მაკონტროლებელი. ასევე, უზრუნველყოფს  ფისკალური პოლიტიკის  მდგრადობასა და სტაბილურობას,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ივანე მაჭავარიანის თქმით, ქვეყანა საკმაოდ მაღალ დონეზეა და ფისკალურ ჩარჩოს, ფისკალურ წესებს, გამჭვირვალობას და ფისკალური რისკების მართვას. “ეს უკვე საშუალებას გვაძლევს მთავრობამ და პარლამენტმა ერთობლივად ვიფიქროთ ფისკალური საბჭოს შექმნაზე“, – განაცხადა მაჭავარიანმა პარლამენტში „მინისტრის საათზე“.

მისი თქმით, ფისკალური ინსტიტუტების გაძლიერებისთვის აუცილებელი ყველა კომპონენტი მთავრობამ წარმატებით შეასრულა.

 

შემთხვევითი სიახლე

ნათია თურნავა ვაქცინის ბუსტერ-დოზით საწარმო “რუსთავის აზოტის” თანამშრომლებთან ერთად აიცრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს კორონა-ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ-დოზით რუსთავის კლინიკაში, საწარმო „რუსთავის აზოტის“ …