Scania G 450 4x2 Streamline, Highline cab. Tuscany, Italy Photo: Gustav Lindh 2012

საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის გაცემის პროცესის მოწესრიგების მიზნით კანონში ცვლილებები შედის

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების ანდა პარტნიორ ქვეყნებთან შეთანხმების საფუძველზე დადგენილი კვოტების ფარგლებში გაცვლილი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის გაცემის პროცესის მოწესრიგების უზრუნველყოფას.

კანონპროექტი პირველი მოსმენით დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილის განცხადებით, ცვლილების საფუძველზე, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთვის დარგის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების გამოცემის უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში, რასაც ითვალისწინებს კანონპროექტი, გაიზრდება დარგის ეფექტიანად და მოქნილად მართვის და განვითარების შესაძლებლობა.

მანვე წარადგინა სხდომაზე განსახილველად კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის მიხედვითაც იმ პირთა ჩამონათვალს, რომელსაც საგადასახადო ორგანომ, გამონაკლისის სახით შეუძლია გადასცეს ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია, დაემატება ასევე სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …