კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2 კომპანიის კონცენტრაციასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, სამშენებლო-საყალიბე და უსაფრთხოების სისტემების ბაზრებზე, ორი კომპანიის კონცენტრაციასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რომელიც სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელდა. ეკონომიკურ აგენტს გათვალისწინებული ჯარიმა დაეკისრა და ინფორმაციის სააგენტოში წარმოდგენა ეთხოვა.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს განხორცილებული კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესწავლა.

ორი კომპანიის გაერთიანებასთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირებს, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანების თანახმად, მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა აქვთ – ამა წლის 12 მაისამდე: ელ. ფოსტაზე info@gnca.gov.ge ან მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N154, მე-10 სართული.

კომპანიების შერწყმის (კონცენტრაციის) შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტო ინფორმირებული უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ კომპანიების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება, ხოლო თითოეული კომპანიის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარზე მეტია.

სააგენტოს გვერდის ავლით, უწყების მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევებში კომპანიები მაქსიმუმ, 5%-მდე მოცულობით დაჯარიმდებიან.

2021-2022 წლებში, 3 კონცენტრაცია (შერწყმა) შედგა სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინებით. 1 კონცენტრაცია (გაერთიანება) სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე, ეკონომიკურ აგენტს კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმა დაეკისრა. საკითხის შესწავლის შემდეგ გაიცა თანხმობა.

შემთხვევითი სიახლე

ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ კომუნალურ პრობლემებს გაეცნო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი …