ელექტროენერგიის საცალო მიწოდების ბაზარი მაღალკონცენტრირებულია – სემეკი

სემეკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ  ელექტროენერგიის საცალო მიწოდების ბაზარი მაღალკონცენტრირებულია. უფრო კონკრეტულად, 2022 წელს  სს „ეპ ჯორჯია მიწოდების“ საბაზრო წილი 57.5%-ს შეადგენდა, ხოლო შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ წილი – 42.5%-ს.

უშუალოდ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ არეალში საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მოხმარებამ საანგარიშო წელს მთლიანი მოხმარების 42% შეადგინა, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მოხმარებამ – 58%. გასულ წელს, 2021 წელთან შედარებით, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განაწილების არეალში საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობა 2.4 %-ით გაიზარდა, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობა 5%-ით შემცირდა.

რაც შეეხება თელმიკოს. სემეკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2022 წელს „თელმიკოს“ არეალში მოხმარების 62% – არასაყოფაცხოვრებო, ხოლო 38% საყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე მოდიოდა. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა წინა წელთან შედარებით 5.5%-ით, ხოლო 2020 წელთან შედარებით 18%-ით არის გაზრდილი.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …