მთავარი ეკონომიკური მოვლენები 18 ივლისის დილისათვის

მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი რადიო „კომერსანტზე“ თავის რუბრიკაში – „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან ამბებს მოგვითხრობს.

ენერგოუსაფრთხოება და ინფლაცია

Business Insider. რუსული გაზი ფლობს ევროს გასაღებს, რადგან ენერგეტიკული კრიზისი ამძიმებს ევროპის ეკონომიკასა და ვალუტას.

Bloomberg. ECB მძიმე მდგომარეობაშია. ინფლაცია ძირითადად ენერგორესურსებზე ხარჯების ზრდას უკავშირდება და უფრო მაღალმა მაჩვენებლებმა შეიძლება მეტი გავლენა მოახდინოს ფასებზე.

Business Insider. რუსეთის გაზის გათიშვა აიძულებს გერმანიას გამოიყენოს თავისი ზამთრის საგანგებო რეზერვები.

The Economist. გერმანიამ უნდა მოახდინოს ენერგორესურსების რაციონირება წელს. მაგრამ გრძელვადიანი პრობლემის გადაჭრა უფრო რთულია: მთავარი კითხვა იქნება თუ როგორ მოერგოს ქვეყნის ინდუსტრია მომავლისთვის იაფი რუსული მარაგების შეწყვეტას.

 

Business Insider. აშშ-ს ნედლი ნავთობის ექსპორტი ევროპაში ახლა აღემატება აზიაში მიწოდებას, რადგან რუსეთის ომი უკრაინასთან გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებს სრულად ცვლის.

Bloomberg. აშშ-ის სახელნწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში უფროსმა მრჩეველმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ გალფის ქვეყნები გაზრდიან ნავთობის მოპოვებას პრეზიდენტის ჯო ბაიდენის საუდის არაბეთში ვიზიტის შემდეგ, სადაც ის შეხვდა რეგიონის ლიდერებს.

Bloomberg. ლიბიის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის ნედლი ნავთობის ექსპორტი სრულ განახლების გზაზეა ბოლო თვეების შეწყვეტის შემდეგ.

FT. მონღოლეთი ელის, რომ რუსეთი ორი წლის განმავლობაში დაიწყებს გაზსადენის “Power of Siberia 2”-ის მშენებლობას მისი ტერიტორიის გავლით ჩინეთში, რადგან მოსკოვი აპირებს დააკავშიროს თავისი ევროპის მომწოდებელი გაზის საბადოები აზიასთან.

სანქციები და პროგნოზები

Bloomberg. ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ თითქმის $14 მილიარდი რუსული აქტივები გაყინეს.

IMF თვითერზე. მმართველი დირექტორის გეორგიევას განცხადებით ეს იქნება რთული 2022 წელი და შესაძლოა კიდევ უფრო მკაცრი იყოს 2023 წელი, რეცესიის გაზრდილი რისკით.

ელექტრონული კომერცია

მსოფლიო ბანკი. ონლაინ გადახდების გამოყენება გაიზარდა COVID19-ის დროს. დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში (ჩინეთის გამოკლებით), ზრდასრულთა 8%-ზე მეტმა მოახდინა თავისი პირველი ონლაინ გადახდა პანდემიის დაწყების შემდეგ.

აზიის განვითარების ბანკი. ცენტრალურ აზიაში უფრო მეტი ადამიანი ყიდულობდა ინტერნეტით პანდემიის დროს, მაგრამ ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ელექტრონული კომერცია სრულად მიაღწიოს პოტენციალს.

 

შემთხვევითი სიახლე

მსოფლიოში სატრანსპორტო და სხვა საოპერაციო ხარჯები მკვეთრად გაზარდა, რაც, თავის მხრივ, თითქმის ყველა სახის პროდუქტის საბოლოო ფასზე აისახა – გვენეტაძე

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე კობა გვენეტაძეს უსმენენ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამ წუთებში ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის უპირატესობასა …