მელიორაციით მომსახურებაზე ორი ტიპის ტარიფი დაწესდება

2024 წლიდან სემეკი მელიორაციის სექტორის რეგულირებას იწყებს. აღნიშნულ პროცესში სემეკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია-მოვალეობა ტარიფების შემუშავების მიმართულებით განისაზღვრება.

სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორის გიგა ნადირაძეს განამრტებით,  2024  წლიდან მელიორაციის სექტორში ორი ტიპის გადასახადი დაწესდება, მათ შორისაა, ფიქსირებული გადასახადი და კუბურ მეტრზე გადასახდელი თანხა.

„პარალელი რომ გავავლოთ წყალმომარაგების სექტორთან, არსებულ რეალობაში ჩვენ გვაქვს სულადობრივი გადასახადი უმრიცხველო მომხმარებლებზე და ასევე გვაქვს გადასახადი კუბურ მეტრზე იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც მოხმარებული წყლის აღრიცხვის შესაძლებლობა აქვთ. მსგავსი სისტემა იქნება მელიორაციის სექტორშიც, კერძოდ, იქნება ფიქსირებული გადასახადი ჰექტრის მიხედვით, რომელის გამოყენება მოხდება ისეთი ტიპის მომხმარებლებთან, რომლებთანაც შეუძლებელია მოხმარებული წყლის აღრიცხვა, ან საერთოდ არ არსებობს აღრიცხვის სისტემები, ხოლო რაც შეეხება კუბურ მეტრზე ტარიფს, მისი გამოყენება მოხდება, მაშინ როდესაც შესაძლებელია აღირიცხოს კნკრეტულად რა მოცულობის წყალი მოიხმარა ფერმერმა“.აღნიშნა გიგა ნადირაძემ.

სემეკის წყალმომარაგების დირექტორი ასევე აღნიშნავს, რომ მოცემული ორი ტიპის გადასახადი ხელს შეუწყობს და წაახალისებს ფერმერების მიერ აღრიცხვის სისტემის მოწესრიგებას. ეს ყველაფერი კი რესურსის უფრო ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს.

„დღეს ვინაიდან მხოლოდ ფიქსირებული გადასახადი არსებობს სექტორისთვის, ჩვენ გვინდა, რომ შემოვიღოთ ცვლადი გადასახადიც კუბურ მეტრთან მიმართებაში, რომ წავახალისოთ ფერმერების მიერ აღრიცხვის სისტემების მოწესრიგება, რათა მათ დაზოგონ წყალი და შესაბამისად უფრო ნაკლები თანხა გადაიხადონ.“ – აცხადებს გიგა ნადირაძე.

შეგახსენებთ, რომ დღესდღეობით მელიორაციის სექტორში ჰექტარზე ფიქსირებული ტარიფი მოქმედებს. აღნიშნული ტარიფი კი ბოლოს 2011 წელს დადგინდა და ჰექტარზე 75 ლარს შეადგენს. 2024 წლიდან შეიცვლება როგორც ტარიფის სტრუქტურა, ისე მეთოდოლოგია.

შემთხვევითი სიახლე

ჩაერთე Mastercard-ის ფინანსური განათლების პროგრამაში – რეგისტრაცია 30 იანვარს სრულდება

თუ გსურს, ისწავლო  პირადი ფინანსების მართვა ეფექტურად, მიიღო დამოუკიდებელი ფინანსური გადაწყვეტილებები  და დაიწყო სვლა მომავალი …