მაღლაკში სასათბურე კლასტერი იქმნება

თბილისი (BPI) – იმერეთის რეგიონში, წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში სასათბურე კლასტერი იქმნება.

სასათბურე კლასტერის შექმნა მიზნად ისახავს სასათბურე სექტორის, როგორც დასავლეთ საქართველოს ტრადიციული საექსპორტო დარგის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების სტიმულირების გზით შემოსავლების ზრდას და ახალ ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობას.

გამოცხადდება კონკურსი საპროექტო-საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე, რომლის შედეგადაც გამარჯვებული კომპანიის მიერ წარმოდგენილი იქნება კლასტერის განვითარების კონცეფცია და გენერალური გეგმა, რომლის მიხედვითაც დაიწყება სათანადო სამუშაოების განხორციელება.

„წყალტუბოში ახალი ტურისტული შესაძლებლობები ჩნდება. ჩვენ გვეყოლება ათობით ათასი ვიზიტორი და ამ გაზრდილ მოთხოვნას სჭირდება ხარისხიანი ადგილობრივი პროდუქციით მომარაგება. ჩვენ ვიწყებთ ახალი პროექტის განხორციელებას – სასათბურე კლასტერის „იმერეთის აგროზონა” შექმნას. ამ პროექტს სამინისტროში ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვამუშავებდით“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, წყალტუბო ყოველთვის იყო საქართველოს სავიზიტო ბარათი.

„სამწუხაროდ, 30 წელზე მეტია, ჩვენ ამ კურორტის გაცოცხლება ვერ შევძელით. სოციალური, კორპორატიული თუ, როგორც გსურთ, ისეთი პასუხისმგებლობა დავარქვათ ამას, მაგრამ ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო ამ კურორტის გაცოცხლება, რითაც რეგიონში ახალი შესაძლებლობები ჩნდება“, – განაცხადა დავითაშვილმა.

 

შემთხვევითი სიახლე

მთავრობა ამბობს, ანაკლიის კონსორციუმს პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს

თბილისი (BPI) – „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს. კონსორციუმს ასევე მოუწევს სახელმწიფოს დაუბრუნოს …