მაგდა მაღრაძე ლიბერთის საბჭოს წევრი გახდა, მისი ანაზღაურება $2500-ია

თბილისი (BPI) – ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრი ჰყავს. მაგდა მაღრაძე საბჭოს დამოუკიდებელ წევრად 4 წლის ვადით აირჩიეს.

ლიბერთი ბანკის 75%-იანი წილის მფლობელი EEuropean Financial Group B.V-ს გადაწყვეტილებით, მაგდა მაღრაძის წლიური დარიცხული ანაზღაურება 30 000 აშშ დოლარია (თვეში 2500 დოლარი).

მაგდა მაღრაძე 2013 წლიდან ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დირექტორი იყო.

ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში 5 წევრია ირაკლი რუხაძე, დავით შონია, მურთაზ კიკორია, მაგდა მაღრაძე და მამუკა წერეთელი.

გენერალური დირექტორის მოვალეობას ლევან ლეკიშვილი ასრულებს.

შემთხვევითი სიახლე

ნეტო-აღრიცხვის ქსელში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობამ 1459 შეადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის პროგრამაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების …