ლარი მცირედით გამყარდა

6 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  3.0318 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0398 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.80 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.2110 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2198 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.88 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2029 ლარს შეადგენს, ასევე  გაუფასურდა ფუნტი და 3.7506 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 7 მაისიდან  შევა ძალაში.

შემთხვევითი სიახლე

საგარეო სავაჭრო ბრუნვა 33.4%-ით გაიზარდა

2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 252.9 მლნ. აშშ …