ლარი კი ირყევა, მაგრამ გრძელვადიანი ტრენდი პოზიტიურია

თბილისი (BPI) – აპრილში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 0.4%-ით გაუფასურდა, $1/₾2.7029-მდე.

სებ-ის „თვის მიმოხილვით“, მარტში გამყარდა – $1/ ₾2.6940-დან, ₾2.6914- მდე (30 მარტის ოფიციალური კურსი). თებერვალში ყველაზე მეტად გაუფასურდა 2.6550- დან 2.6940-მდე (-1.5%m.m; L/Y +1.3%).

სებ-ის “მარტის მიმოხილვით“,  რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.26%-ით,  ნომინალური,  0.67%-ით არის გაუფასურებული.

ეფექტური გაცვლით კურსის გამყარების ტრენდის შენარჩუნებაზე სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი აცხადებს. მპკ-ის გასვლით სხდომაზე (გორი) ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განუცხადეს ჟურნალისტებს, რომ მოკლევადიან რყევებს არ აკომენტარებენ.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა 2025 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ), საჯარო სხდომაზე 2025 წლის საქმიანობის ანგარიში დაამტკიცა. …