ლარის კურსზე სებ-ი განცხადებას ავრცელებს

თბილისი (BPI) – ეროვნული ბანკი ლარის გაცვლით კურსზე განცხადებას ავრცელებს.

” ეროვნული ბანკი თავისი ფუნქციების აღსრულებისას, დამოუკიდებელია პოლიტიკური თუ სხვა გავლენებისგან და მოქმედებს კონსტიტუციით განსაზღვრული მანდატის ფარგლებში. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის პირობებში, ცენტრალური ბანკების მიზანია კურსის გრძელვადიანი სტაბილურობა, რაც ეროვნული ბანკის ამოცანის – ფასებისა და ფინანსური სისტემის სტაბილურობისათვის აუცილებელი პირობაა. ლარის კურსის მოკლევადიან დინამიკაზე გავლენას ბევრი ფაქტორი ახდენს და რეაგირებაც სხვადასხვა მიმართულებით უნდა განხორციელდეს. ჩვენ ვიმოქმედებთ კურსის გრძელვადიანი სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე და დამატებითი ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში, გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის სავალუტო ინტერვენციებსაც, რათა არ დავუშვათ მაღალი ინფლაცია”, – ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

სებ- მა ეს განცხადება ინტერვენციების გაგრძელების აუცილებლობაზე მოწოდებების საპასუხოდ გაავრცელა. 

შემთხვევითი სიახლე

მობილბანკი მობილური ინტერნეტის გარეშე – უნიკალური სერვისი საქართველოს ბანკისგან

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი აგრძელებს ვირუსის წინააღმდეგ საპრევენციო ზომების განხორციელებას და მომხმარებელს უნიკალურ სერვისს …