ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სასტუმრო ამოქმედდა

„ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო პროექტის ფარგლებში, ლაგოდეხში  კიდევ ერთი წარმატებული ბიზნესი შეიქმნა; 30 სტუმარზე გათვლილი სასტუმროს კომპლექსი 10 ხის კოტეჯს მოიცავს. სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება  170,000 ლარს შეადგენს,  ბენეფიციარის წილი კი, 50,000 ლარზე მეტია;  ახალ სასტუმროში 17  ადამიანი დასაქმდა“, -აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსმა, თორნიკე კაპანაძემ, რომელიც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბანში, გაეროს განვითარების პროგრამის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ კოორდინატორ გიორგი ციმინტიასთან ერთად იმყოფებოდა.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ კოორდინატორ გიორგი ციმინტიას განცხადებით, ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში სოფლის განვითარებას უჭერს მხარს. მხარდაჭერის ერთ-ერთი ნაწილია ჩვენი საგრანტო პროგრამა, რომლის ფარგლებში 9 მლნ-ზე მეტი ლარის საგრანტო დაფინანსებაა გათვალისწინებული ადგილობრივი არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განვითარებისათვის.

„სოფლის განვითარების პროგრამა” ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება.

სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია 58 პროექტი, ინვესტიციის ჯამური ღირებულება 8.7 მლნ ლარს აჭარბებს, თანადაფინანსება 6 მილიონ ლარზე მეტია.

„სოფლის განვითარების პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით  „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.

 

შემთხვევითი სიახლე

მარტვილში საოჯახო სასტუმრო იხსნება

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მარტვილში საოჯახო სასტუმრო იხსნება. …