კორონავირუსის სტატისტიკა – რატომ ვედრებით შვედეთს

თბილისი (BPI) – ამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად მხვდება ე.წ. „შვედეთის მაგალითის“ მოშველიება COVID 19-თან ბრძოლის საქმეში.

საქართველოს და შვედეთის ცხოვრების წესის, აქედან გამომდინარე ბევრი ასპექტით, შედარებას ახლა არ გავაკეთებ, არც ვარ ამის სპეციალისტი. სტატისტიკიდან კი რამდენიმე შედარებას მოვიყვან.

მონაცემები აღებულია საიტიდან worldmeters.info .

არ ვიცი რატომ ვიყენებთ ამ წყაროს, მაგრამ „წყაროების“ კონფლიქტი რომ არ გამოვიწვიო მეც მას დავეყრდნობი (ძირითადად).

შვედეთში პირველი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა 30 იანვარს ვუჰანის მოგზაურობის ისტორიით, როდესაც 25 იანვარს ჩამოსულ ქალბატონს დაუდასტურდა კორონავირუსი. ქალბატონი იზოლაციაში გადაიყვანეს. შემდეგი ერთი თვის განმავლობაში ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა (იხილეთ ლინკი)

26 თებერვალს დადასტურდა მეორე შემთხვევა ჩრდილოეთ იტალიიდან, 29 თებერვალს დადასტურებული იყო 14 შემთხვევა (იხილეთ ლინკი).

სტატისტიკურად გავრცელების თარიღად 30 იანვრის დაშვება მოგვცემს დიდ ცდომილებას, ამასთან იმის დაშვება რომ რეალურად ქვეყანაში საწყის თარიღად ავიღოთ 26 თებერვალი ბევრში წინააღმდეგობას დაბადებს.

ამიტომ დავტოვოთ ისტორიული ფაქტი ფაქტად, მივიჩნიოთ 30 იანვარი კოვიდის დასაწყისად, 26 თებერვალი გავრცელებად შვედეთის სამეფოში და უარი ვთქვათ საშუალო მაჩვენებლების გამოყენებაზე (ზემოთ ნახსენები ცდომილების გამო).

9 მარტს ქვეყანაში დადასტურდა შიდა გადაცემის პირველი შემთხვევა – გავრცელებიდან 14 დღეს, ისტორიულად 40 დღის შემდეგ.

11 მარტს დაფიქსირდა პირველი გარდაცვალება კორონავირუსისაგან – 70 წლის მამაკაცი რისკ-ჯგუფიდან – გავრცელებიდან 16 დღეს, ისტორიულად 42 დღის შემდეგ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 26 თებერვალს.

ახლა მივყვეთ სტატისტიკას (იხილეთ ლინკი, განახლებულია 2020/31/03)

სულ დასნებოვნებული:
საქართველო – 110 (1 მილიონ კაცზე 28)
შვედეთი – 4 435 (1 მილიონ კაცზე 439)
გარდაცვლილი
საქართველო – 0 (0%) (ერთ მილიონ კაცზე 0)
შვედეთი – 180 (4.1%) (ერთ მილიონ კაცზე 18)

გამოჯანმრთელებული
საქართველო – 21 (19.1%)
შვედეთი – 16 (0.36%)
მძიმე/კრიტიკული
საქართველო – 6 (5.5%)
შვედეთი – 358 (8.1%)

მოსახლეობა
საქართველო – 3.717 მილიონი (2017)
შვედეთი – 10.120 მილიონი (2018)

შვედეთის წილების ექსტრაპოლაცია საქართველოს მაგალითზე იმათმა გააკეთონ ვისთვისაც „შვედეთის მაგალითი“ მისაღებია, მე ჰიპოტეტურადაც არ მინდა რაღაცეების დაშვება. დაუშვა ერთი დიდი და ძლიერი ქვეყნის პრემიერმა მსგავსი „მაგალითი“ და ზის ახლა თვითონ სახლში და ქვეყანა ექვს თვიან „ლოქდაუნს“ განიხილავს.

p.s. კრიტიკა welcome, საწინააღნდეგო არგუმენტები more then welcome ოღონდ ისიც სტატისტიკურად please.

მიხეილ ჭკუასელი

შემთხვევითი სიახლე

ლიბერთის ახალი აქცია – #გულით პედაგოგებისთვის

თბილისი (BPI) – ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთვის, ახალი სასწავლო წლის შესამსუბუქებლად და პანდემიის მიერ …