კაპიტალის ბაზარი ახალი პლატფორმისთვის ემზადება, Covered Bond-ისთვის ფუნდამენტი მზადდება

თბილისი (BPI) –  ქონებით უზრუნველყოფილი ბონდებისთვის, რომლი დეფინიციაც კი არ არსებობს, სპეციალური საკანონმდებლო რეჟიმზე მუშაობა იწყება. Covered Bond-ი საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე კეთილსაიმედო საბანკო პროდუქტად ითვლება.

ბაზრის მონაწილენი უძრავი ქონებით გამყარებული ფასიანი ქაღალდებისთვის  მოედნის მოწყობას ელოდებიან, რომელიც  კაპიტალის ბაზარზე ერთ-ერთი  ყველაზე გრძელვადიანი და  ურისკო  ფასიანი ქაღალდია.

საქართველოს ბაზრის სიმცირის გამო სინდიცირებასაც მოიაზრებენ, რომ ემისიის მოცულობა გაიზარდოს,   რამდენიმე ბანკის პორტფელის უზრუნველყოფით.  ეს ბონდი  ძირითადად  იპოთეკური სესხების პორტფელით არის გამყარებული.  ვადიანობა კი უზრულველყოფილი სესხის საშაულო ვადით განისაზღვება.

ბანკირები აღნიშნავენ, რომ  ამ პროდუქტის შეთავაზებით, საქართველო  რეგიონში  პირველი იქნება.  ყველაზე აქტიურად  COVERED BOND-ებით გერმანიაში ვაჭრობენ. ავსტრიასა  და ევროპის სხვა ქვეყნებშიც გავრცელებულია. რამდენიმე წელია  (2011 წელს შესაბამისი კანონის მიღების შემდეგ) მიუერთდა   აშშ-ი და კანადა.

ამ დროისთვის კაპიტალის ბაზარი  აქციებით, საერთაშორისო  ორგანიზაციების და კომპანიების,   ბონდებით, სახელმწიფო სახაზინო  ობლიგაციებით არის წარმოდგენილი.  COVERED BOND-ის დამატება წლის ბოლომდე იგეგმება.

სებ-ის სტატისტიკით,   ამ დროისთვის  განთავსებული ყველა ფასიანი ქაღალდი, მშპ-ს   10%-მდეა. ბაზარი მოიცავს სებ-ის სერტიფიკატებს, მთავრობის ფასიან ქაღალდებს,  საფინანსო ინსტიტუტების და კომპანიების ობლიგაციებს.

საფონდო ბაზარზე საპენსიო ფონდი უკვე გამოჩნდა, თუმცა ინვესტირება როდის დაიწყება არავინ იცის.  გადაწყვეტილების მიმღები  საინვესტიციო ოფიცერი შერჩევის პროცესია და ამასობაშის საპენსიო სააგენტო დირექტორიც წავიდა და მის შემცვლელსაც ეძებენ.

 

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …