ლექვინაძე: აჭარიდან კომპანიები მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სექტორიდან მოგვმართავს

თბილისი (BPI) – „2019 წლის 9 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში დარეგისტრირებული საქმეების 15% აჭარიდანაა და კომპანიების უმრავლესობა  მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სექტორიდან მოგვმართავს, ასევე, აქტიურია მიკროსაფინანსო და მომსახურების სექტორი“ – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ბათუმში, „SDG გამოფენა – ბიზნესი მდგრადი განვითრებისთვის“ კონფერენციაზე,  ჟურნალისტებთან განაცხადა.

ირაკლი ლექვინაძის თქმით, ბიზნესი რეგიონებში ძირითად შემთხვევებში მოქნილ ბიუროკრატიულ პროცედურებს და საინვესტიციო შეთავაზებებს ითხოვს.

„თბილისის შემდეგ ბიზნესი   მხარდაჭერისთვის ყველაზე ხშირად აჭარიდან მოგვმართავს. უმრავლეს შემთხვევებში საგადასახადო ადმინისტრირების და ბიუროკრატიული პრიცედურების საკითხებზე მოგვმართავენ.  ყველაზე ხშირად ადგილობრივ თვითმართველობებთან შუამდგომლობას გვთხოვენ. სხვა რეგიონების მსგავსად, აჭარაშიც გამოწვევად რჩება რეგულაციები.“- განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.

აპარატის ცნობით, 2019 წლის 9 თვეში აჭარის რეგიონში ადგილობრივი ბიზნესის წარმოამდგენლებთან 98 შეხვედრა გაიმართა და ბიზნესომბუდსმენის ოფისში  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან 36 საქმე დარეგისტრირდა.  აჭარის რეგიონში ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი 2018 წლის სექტემბრიდან მუშაობს.

 

შემთხვევითი სიახლე

Georgian Airways-ს ბიზნესომბუდსმენის დახმარების ეიმედება

თბილისი (BPI) – ავიაკომპანია Georgian Airways-ი რეისების დროებით შეჩერების მიზეზს განმარტავს და ახლადდანიშნულ ბიზნესომბუდსმენს დახმარებას …