იპოთეკური ობლიგაციების შესახებ საქართველოს ახალი კანონპროექტი ბაზრის განვითარების მყარ საფუძველს ქმნის – Moody’s

წამყვანმა სარეიტინგო სააგენტო Moody’s – მა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მომზადებულ იპოთეკური ობლიგაციების შესახებ კანონპროექტზე თავის ანგარიშში ვრცელი მოსაზრება გამოაქვეყნა. პროექტის მიზანია კომერციული ბანკებისთვის დაფინანსების დივერსიფიცირებულ წყაროებზე წვდომის გაზრდა და საქართველოში იპოთეკური ობლიგაციების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ კანონის პროექტი აწესრიგებს იპოთეკური ობლიგაციების გამოშვებასთან, ემიტენტების ზედამხედველობასთან და მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

“იპოთეკური ობლიგაციების შესახებ საქართველოს ახალი კანონის პროექტი ბაზრის განვითარების მყარ საფუძველს ქმნის. პროექტი, ევროპის სხვა ქვეყნების კანონმდებლობის მსგავსად, ითვალისწინებს მძლავრი დაცვის მექანიზმებს ინვესტორებისთვის, მათ შორის ნორმებს უზრუნველყოფის ბაზის ხარისხის შენარჩუნების თაობაზე და უზრუნველყოფის აქტივების სიჭარბის მოთხოვნებს, რომლებიც უფრო მაღალია, ვიდრე ზოგიერთი დამკვიდრებული იპოთეკური ობლიგაციების ბაზრის შემთხვევაში”, – აღნიშნულია Moody’s – ის ანგარიშში.

შემთხვევითი სიახლე

აკრედიტაციის ცენტრი ლაბორატორიების საერთაშორისო აკრედიტაციის თანამშრომლობის ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა

საქართველოს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი, რომელიც 2005 წლიდან ლაბორატორიების საერთაშორისო აკრედიტაციის თანამშრომლობის …