ექსპორტი რეესპორტის გარეშე მხოლოდ 1,6%-ით არის გაზრდილი

თბილისი (BPI) – საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2019 წლის იანვარ-სექტემბერში 9,193 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 0,5%-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ექსპორტმა 2,72 მლრდ დოლარს მიაღწია, 11.1%-ით მეტი 2018 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით, იმპორტი 3,3%-ით 6,474 მლრდ დოლარამდე შემცირდა.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში, 3,755 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.%-ია.

ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6%-ით გაიზარდა და 1,7 მლრდ დოლარი შეადგინა.

შემთხვევითი სიახლე

ვიზიტორთა მოსაზიდად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამხრეთ კორეულ კომპანიებთან თანამშრომლობას იწყებს

სამხრეთ კორეაში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში SITF მონაწილეობის პარალელურად, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ …