ენერგეტიკის სექტორში დასაქმებული ქალების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) მიმდინარე მენტორობის პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე მონაწილეებმა ისაუბრეს პროგრამის მნიშვნელობაზე, ენერგეტიკის სექტორში ქალების როლის გაძლიერებაზე, გაიმართა პანელური დისკუსია, სადაც ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისა და სემეკის წარმომადგენლებმა განიხილეს ენერგეტიკის სექტორში ქალების ხელშეწყობისა და წახალისების საჭიროება.
სემეკისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მხარდაჭერით, ენერგეტიკის სექტორში ქალების ხელშეწყობის მენტორობის პროგრამა 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ინდივიდუალური ტრენინგები მონაწილეთა პროფესიული განვითარების, ასევე საჯარო გამოსვლების, პროექტის მენეჯმენტის, საკომუნიკაციო უნარების გაუმჯობესების მიზნით.
შემთხვევითი სიახლე
მოემზადეთ სასკოლო სეზონისთვის Rakuten Viber-თან ერთად: მესენჯერის ფუნქციები, რომლებიც მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს გამოადგება
Rakuten Viber, კონფიდენციალური და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის საერთაშორისო ლიდერი, ახალი სასკოლო სეზონის სამზადისში …