ეკონომიკური ფორუმი პოლონეთში დისკუსიების სერიას გამართავს

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი პოლონეთში, კარპაჩის ოცდამეთორმეტე ეკონომიკურ ფორუმზე, რომლის სახელწოდებაა „New Values for the Old Continent – Europe on the Threshold of Change” 5-7 სექტემბერს სამი პანელური დისკუსიის ორგანიზებაში მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნული შეთანხმება მიღწეულ იქნა „ეკონომიკური ფორუმისა“ და „Foundation Institute for Eastern Studies“ შორის გაფორმებული ინსტიტუციონალური პარტნიორობის ხელშეკრულებით. ეკონომიკური ფორუმის მიერ პოლონეთში დაგეგმილი ყველა ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს ბანკი.

ფორუმის ფარგლებში პირველ პანელურ დისკუსიაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობას მიიღებს სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ბატონი ვახტანგ ცინცაძე, პოლონეთის მხრიდან პოლონეთის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ქალბატონი ბარბარა ბარტუსი, ასევე ანალიტიკრუი და ბიზნეს სექტორის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები,  დისკუსიას მოდერაციას გაუწევს „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, გიორგი აბაშიშვილი.

ფორუმის მომდევნო ორ დისკუსიაში პოლონელ და გერმანელ კოლეგებთან ერთად საქართველოს მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ „თბილისი დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბატონი ჯემალ ინაიშვილი და კომპანია „ლინეიტი საქართველოს“ რეგიონული დირექტორი ბატონი გიორგი ციკოლია.

კარპაჩის 32-ე ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საქართველოს შესახებ კულტურული ღონისძების ორგანიზება.  აღსანიშნავია, რომ „ეკონომიკური ფორუმის“ მიერ პოლონეთში დაგეგმილი აქტივობები პოლონეთში საქართელოს სალჩოს მხარდაჭერითა და მჭიდრო პარტნიორობით ხორციელდება.

აღნიშნავია, რომ პოლონეთში დაგეგმილი პანელური დისკუსიები „ეკონომიკური ფორუმის“ პირველი საერთაშორისო აქტივობაა, მანამდე, „ეკონომიკური ფორუმის“ მიერ საქართველოში ხუთი მაღალი რანგის დისკუსია გაიმართა. ხაზგასასმელია, რომ კარპაჩის ეკონმოიკური ფორუმი პოლონეთში შეხვედრებისყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსადა კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანვე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტულიგადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამომცემებისმიერ პოლონეთის ეკონომიკური ფორუმი ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების  ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო. აღნიშნული …