ევექსი ჰოსპიტლების რეზიდენტების მეოთხე ნაკადი დამოუკიდებელ პროფესიულ საქმიანობას შეუდგება

ევექსი ჰოსპიტლების 2022 წლის სარეზიდენტო პროგრამის 70-მდე კურსდამთავრებული პროფესიული საექიმო საქმიანობის შესრულებას ამიერიდან დამოუკიდებლად განაგრძობს.

 

ევექსი ჰოსპიტლები დიპლომისშემდგომი (რეზიდენტურა, სერტიფიცირებული ექიმების გადამზადება, უწყვეტი სამედიცინო განათლება) მზადების პროგრამას 2015 წლიდან ახორციელებს და დღემდე 567 რეზიდენტი მიიღო. კურსდამთავრებულთა უმრავლესობა ქვეყნის მასშტაბით არსებულ ქსელის სხვადასხვა ჰოსპიტალშია დასაქმებული.

პროგრამაზე მიღება ყოველწლიურად ცხადდება და მოქმედებს მოქნილი საგრანტო სისტემა, რომლის მიხედვითაც რეზიდენტები მისაღები კონკურსის შედეგების საფუძველზე 100%-იანი გრანტით ფინანსდებიან. 2015 წლიდან დღემდე ევექსი ჰოსპიტლებმა სწავლა 143 რეზიდენტს დაუფინანსა.

 

სწავლების პროცესი თბილისში, სამეგრელოში, აჭარაში, კახეთსა და იმერეთში  მიმდინარეობს. სარეზიდენტო პროგრამას ხელმძღვანელობენ როგორც ადგილობრივი, ასევე – ევროპისა და ამერიკის წამყვანი სამედიცინო ცენტრების პროფესორები.

ახალგაზრდა ექიმებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება კავკასიის მედიცინის ცენტრში გაიმართა, სადაც 2 ყველაზე წარმატებული რეზიდენტი დაჯილდოვდა. კომპანია მათ პრაქტიკულ გამოცდილებას საზღვარგარეთ, წამყვან კლინიკებში დაუფინანსებს.

ევექსი ჰოსპიტლები მომავალშიც განაგრძობს წარმატებული რეზიდენტებისთვის სასწავლო გრანტების გაცემასა და საექიმო პრაქტიკის საზღვარგარეთ დაფინანსებას.

 

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …