დუბაის საზაფხულო შოპინგ-ფესტივალი ბრუნდება

ზაფხულის ცხელი დღეების მოახლოებასთან ერთად,  დუბაიში საზაფხულო შოპინგ ფესტივალი ცხელ-ცხელი ფასდაკლებებით ბრუნდება.

შესანიშნავი დროა თქვენი გარდერობის გასაახლებლად ან იმ ნივთების შესაძენად, რაზეც ყოველთვის ოცნებობდით.

ფესტივალის ფარგლებში, მთელი ქალაქის მაღაზიებში უახლეს კოლექციებზე ფასები მცირდება.  გრანდიოზულ ფასდაკლებები ყველაფერზე ვრცელდება: მოდურ სამოსზე, ელეგანტურ ავეჯზე, უნიკალურ საჩუქრებზე, სასტუმროების ნომრებსა  და ღირსშესანიშნაობების ბილეთებზეც კი.

დუბაის საზაფხულო სიურპრიზების ფესტივალი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ შოპინგი;  ფესტივალი გაძლევთ შესაძლებლობას  თქვენს ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად  დაუვიწყარი მოგონებები შექმნათ. მრავალფეროვანი ღონისძიებები, სენსაციური კონცერტები, მომხიბლავი სპექტაკლები, შოუები ყოველწლიური საზაფხულო შოპინგ ფესტივალის სავიზიტო ბარათია.  ფესტივალის ფარგლებში საინტერესო პრიზებიც გათამაშდება  და მრავალი სხვა გასართობი წარმოდგენა მოეწყობა.

ამასთანავე, მთელი ზაფხულის სეზონის განმავლობაში შეგიძლიათ ისარგებლოთ უამრავი შეთავაზებითა და აქციით, მათ შორის Kids Go Free („ბავშვებისთვის უფასოა“) პროგრამის საშუალებით,  12 წლამდე ბავშვებს უფასოდ შეეძლებათ დაისვენონ პრესტიჟულ სასტუმროებში, ეწვიონ მუზეუმებს, გასართობ პარკებს, ქალაქის ისეთ საკულტო ღირსშესანიშნაობებს, როგორიცაა ბურჯ ხალიფა და ხედი პალმის კუნძულებზე.

სიურპრიზებით სავსე სავაჭრო ფესტივალი –Dubai Summer Surprises წელს ოცდამეექვსედ იმართება. ფესტივალი  2023 წლის 29 ივნისიდან აიღებს სტარტს და 3 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

დუბაის საზაფხულო სიურპრიზების ფესტივალი ჩატარდება RAKBANK MasterCard-ის მხარდაჭერით. ღონისძიების პარტნიორები არიან: Al Futtaim (Dubai Festival City Mall და Festival Plaza), Al Seef, Al Zarooni (Mercato Shopping Mall), AW Rostamani, Bluewaters, Citywalk, Emirates, Enoc, Etisalat, Majid Al Futtaim (Mall of the Emirates, City Center Mirdif, City Center Deira), Nakheel (Ibn Battuta Mall, Nakheel Mall, Dragon Mart 2, Palm West Beach and The View), The Beach და The Outlet Village. .

„დუბაის საზაფხულო სიურპრიზების“ ფესტივალის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.DubaiSummerSurprises.com  ასევე   https://www.visitdubai.com/en/whats-on/dubai-events-calendar/dubai-summer-surprises

შემთხვევითი სიახლე

სემეკში წარსადგენი განცხადებების ჩაბარება იუსტიციის სახლშია შესაძლებელი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკ) და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში კიდევ …