დიდთოვლობამ ბეღლევი-ჭიათურის გადასარბენზე საკონტაქტო ქსელი დააზიანა

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დიდთოვლობამ ბეღლევი-ჭიათურის გადასარბენზე საკონტაქტო ქსელი დააზიანა. ამ დროისათვის მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
„სამუშაოების დასრულებამდე, შეჩერებულია ქუთაისი-საჩხერე-ქუთაისის რეისი. მოძრაობის განახლებისთანავე გავავრცელებთ ინფორმაციას“, – განმარტავენ საქართველოს რკინიგზაში.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა 4 თვეში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 120 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2026 წლის იანვარიდან აპრილის ჩათვლით ელექტროენერგიის, ბუნებრივი …