უპრეცედენტო მაჩვენებლებით წარმოდგენილი დედაქალაქის ბიუჯეტი არაერთი პროექტის განხორციელების საშუალებას იძლევა – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის პროგრამების ჯამი მილიარდ 545 მლნ ლარით განისაზღვრა. მილიარდ 305 მილიონი საბიუჯეტო ნაწილია, ხოლო დონორებიდან მოზიდული სახსრები – 240 მლნ ლარი.
„შევახსენებ ჩვენს მოსახლეობას, რომ ბიუჯეტის ყველაზე დიდი ნაწილი, როგორც წესი, მოხმარდება ჯანდაცვის და სოციალურ მიმართულებას, ასევე, დედაქალაქის საგზაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას და ძველი თბილისის უბნების რეაბილიტაციას. მადლობა თბილისის საკრებულოს წევრებს ბიუჯეტის მხარდაჭერისთვის და აქვე გპირდებით, რომ მომდევნო წლიდან სრული შემართებით, 24-საათიან რეჟიმში დავიწყებთ ყველა დაპირებული პროექტის განხორციელებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, პრიორიტეტული იქნება ახალი პროექტები, რომლის განხორციელებაც 2022 წელს იგეგმება.
„პრიორიტეტულია იმ ახალი პროგრამების განხორციელება, რომელზეც მე წინასაარჩევნოდ ვსაუბრობდი. მათ შორისაა, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, რომლისთვის 20 მლნ ლარია გამოყოფილი; უსახლკარო ოჯახებისთვის ბინების შეძენა, 500-ლარიანი მედიკამენტების ვაუჩერი თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის. 15 პარკის პროექტი, დამატებით 6 საბავშვო ბაღის მშენებლობა, ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის მე-8 ხელოვნების სკოლის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები; ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩუბინაშვილის 21-ში და სპორტული ცენტრების მშენებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შემთხვევითი სიახლე
ნეტო-აღრიცხვის ქსელში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობამ 1459 შეადგინა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის პროგრამაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების …