დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მესტიის მიმართულებითი დამატებით ავარეისები ინიშნება

თბილისი (BPI) – საქართველოს აეროპორტების გაერთიანება 25-26 მაისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მესტიის მიმართულებით 2 დამატებით რეისს ნიშნავს.

შაბათს, 25 მაისს ნატახტარი-მესტიის მიმართულებით დამატებითი ფრენა 10:00 საათზე განხორციელდება, ხოლო გამოფრენა მესტია-ნატახტარის მიმართულებით – 12:00 საათზე.

კვირას, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, დამატებითი რეისი მესტიის მიმართულებით შემდეგი განრიგით შესრულდება: ნატახტარი-მესტია 17:30 საათზე, მესტია-ნატახტარი – 19:00 საათზე.

26 მაისს, ნატახტარი-მესტია-ნატახტარის მიმართულებით, ასევე გეგმიური რეისიც განხორციელდება: 10:00 საათზე – ნატახტარი-მესტია, 12:00 საათზე – მესტია-ნატახტარი.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე https://ticket.vanillasky.ge/.

25-26 მაისს სვანეთის მოსახლებისა და მთის სტუმრებისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი 2-დღიანი ფესტივალი გაიმართება. სხვადასხვა სახის ღონისძიებების გამართვა მესტიაში, თეთნულდსა და ჰეშკილში.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ „ეკონომიკურ ფორუმზე“ განახლებადი ენერგიების ხელშემწყობი მექანიზმების შესახებ ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „ეკონომიკური ფორუმის“ …