გოგიტა თოდრაძე გაეროს ესკაპის პანელურ დისკუსიაში მონაწილეობს

9 მაისს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა  გოგიტა თოდრაძემ გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური  კომისიის (UN ESCAP)  სტატისტიკის განყოფილებისა და ორგანიზაცია „გლობალური პარტნიორობა მდგრადი განვითარების მონაცემებისათვის“ (The Global Partnership for Sustainable Development Data (GPSDD)) მიერ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

დისკუსია ონლაინ რეჟიმში ჩატარდა და მის მთავარ თემას გაეროს  მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, სტატისტიკურ მონაცემთა მნიშვნელობა და პოტენციალი, ასევე მაჩვენებლების ისეთი ფორმით გავრცელება წარმოადგენდა, რომელიც გადაწყვეტილების მიღებისა და დაგეგმვის პროცესში მათ გამოყენებას გააუმჯობესებს.

საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა მონაცემთა გამოყენებაში სტატისტიკური სამსახურების როლის მნიშვნელობაზე, მონაცემების გამოყენებისას არსებულ ბარიერებსა და მათი აღმოფხვრისთვის საჭირო ღონისძიებებზე  ისაუბრა, მან ასევე ხაზი გაუსვა უკეთესი მონაცემებისთვის ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობის მნიშვნელობას, და დამსწრე საზოგადოებას საქსტატის მიერ სტატისტიკური წიგნიერების განვითარებისთვის ჩატარებული ღონისძიებები გააცნო.

როგორც გამოსვლაში გოგიტა თოდრაძემ  აღნიშნა, ოფიციალური სტატისტიკის მთავარ მიზანსა და ამოცანას მომხმარებელთა საჭიროებებზე დაფუძნებული მაღალი ხარისხის, სანდო და დროული სტატისტიკის წარმოება უნდა წარმოადგენდეს.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორთან ერთად შეხვედრაში დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ გაეროს აზიასა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის სტატისტიკის განყოფილების დირექტორი რეიჩელ ბევენი, გლობალური პარტნიორობა მდგრადი განვითარების მონაცემებისთვის (GPSDD) წარმომადგენელი

მარტინა ბარბერო, მონღოლეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თავმჯდომარე ბატდავა ბატმუნხი და სხვა გაეროს წევრი ქვეყნების სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელი პირები და საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შემთხვევითი სიახლე

ლარის მნიშვნელოვანი გამყარება როგორც ჩანს უფრო ნაკლებ სავარაუდოა – თიბისი კაპიტალი

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, აპრილის ექსპორტი ძლიერი იყო. მართალია, წლიურ გამოხატულებაში …