გერმანიაში ქარხნების შეკვეთები მნიშვნელოვნად დაეცა

გერმანიის ფედერალურმა სტატისტიკის სამსახურმა (Destatis) მარტის თვის ქარხნის შეკვეთების  წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა.

გამოქვეყნებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, გლობალური ეკონომიკის შესუსტების გამო, გერმანიაში ქარხნების შეკვეთები 10,7%-ით შემცირდა. ეს იმ ფონზე, როდესაც ეკონომისტები 2.2%-იან კლებას ელოდნენ.

გერმანიაში მთლიანი შიდა შეკვეთები მარტში 6,8%-ით შემცირდა, ხოლო საგარეო შეკვეთები 13,3%-ით.

ამ პერიოდში ევროზონიდან ახალი შეკვეთები თებერვალთან შედარებით 10,8%-ით შემცირდა, ხოლო სხვა ქვეყნებიდან გერმანიაში შეკვეთები შემცირებულია 14,8%-ით.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს სტენდი IMTM 2026-გამოფენაზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია – თემო მაჭარაშვილი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, კერძო სექტორის 30-ზე მეტ წარმომადგენელთან ერთად, ისრაელში, თელ-ავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში …