გერმანიაში აცხადებენ, რომ ქვეყნის ეკონომიკა შეიძლება ხანგრძლივი სტაგნაციის პერიოდში შევიდეს

გერმანიის ეკონომიკა ხანგრძლივი რეცესიის პერიოდში შედის, რადგან ქვეყანაში წარმოების შემცირება შეინიშნება, ხოლო აღდგენის ნიშნები ჯერ არსად ჩანს.

აღნიშნულის შესახებ Der Spiegel-თან გერმანიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (DIHK) ხელმძღვანელმა პეტერ ადრიანმა განაცხადა.

“გერმანია და მისი ეკონომიკა რეცესიაში იმყოფება. ჩვენ ვართ ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის ევროპაში, რომლის წარმოება კვლავ კორონავირუსამდელ დონეს ქვემოთაა. განწყობა ზოგჯერ ძალიან ცუდია, განსაკუთრებით საშუალო ზომის კომპანიებში”, – თქვა ადრიანმა.

მისივე თქმით, ბაზარზე დომინირებს ატმოსფერო, რომლის მიხედვითაც ინვესტიციის განხორციელების სურვილი აღარ არსებობს, თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ კორონავირუსის პანდემიის პერიოდი უკვე დასრულებულია, ამიტომ აუცილებელია წარმოების მოცულობის გაზრდა.

მან დასძინა, რომ ახლა გერმანიის ეკონომიკა სწრაფად მიდის მინუსისკენ, თუმცა სასიხარულო იქნება, თუ კი წლის ბოლოსნულოვანი ეკონომიკური ზრდა მაინც იქნება.

ადრიანი მიიჩნევს, რომ ბიუროკრატიული დაბრკოლებები უამრავ პრობლემას უქმნის გერმანულ კომპანიებს, რის გამოც მათ უწევთ დიდი დროის ხარჯვა სხვადასხვა შეტყობინებებსა და დოკუმენტებზე. ამავდროულად, იკარგება ძვირფასი დრო, რომელიც შეიძლება დაიხარჯოს ბიზნესში ახალ გადაწყვეტილებებსა და კონცეფციებზე მუშაობაზე.

შემთხვევითი სიახლე

ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ კომუნალურ პრობლემებს გაეცნო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი …