ბერლინში გამართულ ღვინის ფესტივალზე „RAW WINE” მომხდარი გაუთვალისწინებელი სიტუაციის შესახებ სტატია დაიწერა

ინტერნეტგამოცემაში “The Morning Claret” სტატიის ავტორი საიმონ ვულფი განმარტავს, ქართული ღვინოების ტვირთის დაგვიანების მიზეზებს. სტატიაში საუბარია, რომ ქართულმა პრესამ და სოციალურმა მედია საშუალებებმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს და ტვირთის დაგვიანებაში ბრალი ღვინის ეროვნულ სააგენტოს დასდეს, თუმცა, სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განმარტებით, ტვირთი საქართველოდან დროულად გაიგზავნა, თუმცა, გერმანიის საბაჟომ ინსპექტირების მიზნით გააჩერა და ღვინოები ამ დრომდე იქ რჩება.

სტატიაში საიმონ ვულფი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამ დაბრკოლებისა, გამოფენაზე მაინც მოხერხდა ქართული ღვინოების წარდგენა და ამ ფაქტს ფესტივალის მიმდინარეობისთვის ხელი არ შეუშლია.

“რთული და სტრესული სიტუაციის მიუხედავად, ქართველი მეღვინეები მადლობას უხდიან ღვინის ეროვნულ სააგენტოს მხარდაჭერისთვის”- ინტერნეტგამოცემა The Morning Claret.

 

შემთხვევითი სიახლე

Service Agency-ს განახლების შემდეგ, რეგისტრირებულ პირებს უკვე შეუძლიათ ინფორმაციის მიღება მართვის უფლების სტატუსისა და მინიჭებული ქულების შესახებ

მომსახურების სააგენტოს აპლიკაციაში – Service Agency-ში რეგისტრირებულ პირებს აპლიკაციის განახლების შემდეგ უკვე შეუძლიათ, მიიღონ ინფორმაცია …