ბანკების ზარალი 1 მილიარდს მიუახლოვდა

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორმა  I კვარტალი ( -747 ) მლნ ლარის ზარალით დაასრულა,  მარტის  ჩავარდნის გამო სისტემამ  cov-ით დაპაუზებული  ბაზრის გამო  940  მლნ იზარალა, თუმცა როგორც საბანკო  ასოციაციის პრეზიდენტი აცხადებს, ეს საოპერაციო ზარალი კი არ  არის.  პამდემიური გაურკვევლობის გამო  პორტფელზე  ერთიანი რეზერვი შეიქმნა, არასტანდარული და შესაბამისად  ბუღალტრულად, ანგარიშგებაში ზარალი გამოჩნდა. 
1 აპრილის მდგომარეობით (01.04.2020) 2.5 მლრდ -ზე მეტია  დარეზერვებული (01.03.2020 -1.3 მლრდ). 
სანაცვლოდ ბანკებს  ნამეტი კაპიტალის ბუფერი გამოუთავისუფლდა.  როგორც  გაცხადებული იყო 1.6 მლრდ ლარის.
სებ-ის შეპირებული კაპიტალის მოთხოვნები შემსუბუქდა , რაც გულისხმობს კაპიტალის კონსერვაციის ბუფერისა (რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების 2,5%-ის ოდენობით) და პილარ 2-ის ბუფერის ნაწილის (არაჰეჯირებული საკრედიტო რისკის ბუფერის 2/3) გაუქმებას.
ექსპერტებმა ჯერ ვერ გამოიყვანეს  ის ფორმულა, 1,6 მილიარდი ლარის ოდენობის კაპიტალის გამოთავისუფლებით, როგორ  შეიქმნება 16 მლრდ -ის საკრედიტო რესურსი. რაც  სებ-ის პრეზიდენტმა  გასულ კვირას  განაცხადა.  ანალიტიკოსებსაც უჭირთ, ბაზარზე შექნილი გაურკვევლობის გამო,  გათვლების გაკეთება როგორ მოკლე ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია ვივიმ ვენახები გააშენა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი მეღვინეობის მხარდასაჭერად ბიზნესის წახალისებას განაგრძობს. ამჯერად ბანკისა და შპს ვივის …