ბათუმში შემოწმებული სილამაზის 36 სალონიდან 16 ობიექტის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგა

ბათუმში, მუნიციპალური ინსპექციის მიერ, სილამაზის სალონებსა და ესთეტიკურ ცენტრებში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გეგმიური შემოწმება მინდინარეობს.
ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად მოწმდება დეზინფექციისა და სტერილიზაციის რეჟიმი, სახიფათო ნარჩენების შეგროვება და პერსონალის ჰიგიენის წესების დაცვა.
სანიტარული ზედამხედველობის განყოფილების მიერ, ინფექციების პრევენციისა და კონტროლის მიზნით, სამი თვის განმავლობაში, შერჩევითობის პრინციპით 36 სილამაზის სალონი გადამოწმდა.
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმის დარღვევის ფაქტზე 16 ობიექტის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგა. ბათუმის ტერიტორიაზე ამ ეტაპზე 300-ზე მეტი სილამაზის სალონი ფუნქციონირებს.

შემთხვევითი სიახლე

ზაფხულის ტურისტულ სეზონზე მაღალი დატვირთვა და საერთაშორისო ვიზიტორების სიმრავლეა – სასტუმრო „მესტია ინნ“

სვანეთში საზაფხულო ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. სასტუმრო „მესტია ინნის“ (Mestia Inn) გენერალური მენეჯერის, ნიკოლოზ პეტრიაშვილის …