აშშ-მა კარიბის ზღვაში ვენესუელასთან დაკავშირებული „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ ერთი ტანკერი დააკავა

შეერთებულმა შტატებმა კარიბის ზღვაში ვენესუელასთან დაკავშირებული „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ ერთი ტანკერი დააკავა. როგორც სამხრეთ სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ტანკერი „ვერონიკა“ ინციდენტების გარეშე დააკავეს.

მედიის ინფორმაციით, გაიანის დროშით მცურავ ტანკერს რუსული გადამზიდავი კომპანია მართავს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს მეექვსე გემია, რომლის დასაკავებლად შეერთებულმა შტატებმა ოპერაცია ჩაატარა.

შემთხვევითი სიახლე

რუსთავის წყალმომარაგების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

რუსთავის წყალმომარაგებისა და წყალარინების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, სემეკის …