არჩილ მესტვირიშვილმა IDFI – ს პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების იბსტიტუტის (IDFI) მიერ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

არჩილ მესტვირიშვილმა ვრცლად ისაუბრა ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებზე.

“ჩემს კოლეგებთან, მსოფლიო ბანკის, კერძო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად ვისაუბრეთ ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიანი ზრდის პერსპექტივებსა და ამ მიზნის მიღწევისათვის აუცილებელ რეფორმებზე, მათ შორის, ეროვნული ბანკის პოლიტიკასა და სამომავლო გეგმებზე. ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია გრძელვადიანი სტაბილური ეკონომიკური ზრდა, ამ პროცესში ეროვნული ბანკის როლი ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა, კაპიტალის ბაზრის განვითარება, დაზოგვის სხვადასხვა ინსტრუმენტის ხელმისაწვდომობა. ასევე აუცილებელია ფინანსურ რესურსებზე წვდომა, როგორც სესხების, ასევე გადახდის საშუალებების ხელმისაწვდომობის კუთხით. ჩვენ ბევრი პროექტი განვახორციელეთ ფინანსური განათლების ამაღლებისთვის და ამ მიმართულებით აქტიურობას მომავალშიც ვგეგმავთ.  ეროვნული ბანკი მუდმივად მუშაობს რათა კომპანიებმა უკეთ შეძლონ ფინანსური, მათ შორის, სავალუტო რისკების მართვა. შექმნილია ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაცია, რომლის ფარგლებშიც იგეგმება ტრენინგები, რომლებშიც ჩართული იქნება როგორც საფინანსო სექტორი, ასევე კომპანიები. აღსანიშნავია ისიც, რომ კომერციული ბანკები ნერგავენ ახალ IT სისტემებს, რომლებიც დაეხმარებათ უფრო მოქნილი ინსტრუმენტები შესთავაზონ კომპანიებს, რომლებიც სავალუტო რისკების ჰეჯირებაში დაეხმარებათ”, – აღნიშნა არჩილ მესტვირიშვილმა.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ მსოფლიო ბანკის უფროსი ეკონომისტი, მარიამ დოლიძე, “ფორმულას” ბიზნესის რედაქციის მთავარი რედაქტორი, ანნა ცხოვრებოვა და გალტ & თაგარტის მაკროეკონომიკური ანალიზის და პროგნოზირების უფროსი, ლაშა ქავთარაძე.

შემთხვევითი სიახლე

GCCA-ს და UNCTAD-ის ხელმძღვანელობას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძესა და გაეროს კონკურენციისა და  მომხმარებელთა პოლიტიკის …