ადგილობრივი ექსპორტის სტაბილური ზრდა ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობაზე მეტყველებს – ეკონომიკის სამინისტრო

“წლების განმავლობაში ადგილობრივი ექსპორტის სტაბილური ზრდა ნათლად მიანიშნებს ადგილობრივი წარმოების ზრდასა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაზე“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსიმა, ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის“ მიერ ადგილობრივი ექსპორტის ბოლო მონაცემების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, აპრილში ადგილობრივი ექსპორტის 16 პროცენტიანი ზრდა ფიქსირდება, ხოლი იანვარ-აპრილის მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტი 37 პროცენტზე მეტად არის გაზრდილი და ნომინალურ გამოხატულებაში 1,207 მლნ. აშშ. დოლარს აჭარბებს.

ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ქართული პროდუქცია კონკურენტულია არამხოლოდ შიდა არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც. „ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს სწორედ ადგილობრივი წარმოების სტიმულირება წარმოადგენს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და მოსახლეობის შემოსავლების ზრდას“, – აღნიშნავს დეპარტამენტის უფროსი.

ქვეყნების მიხედვით, ადგილობრივი ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ჩინეთში, აშშ-ში, ბულგარეთში, შვეიცარიაში და თურქეთში. ხოლო პროდუქტებიდან გაიზარდა ფეროშენადნობის, ქიმიური მრეწველობის პროდუქციის, წიაღისეულის და მსუბუქი მრეწველობის პროდუქციის ადგილობრივი ექსპორტი.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს რეზიდენტების საზღვარგარეთ მოგზაურობის მაჩვენებელი 3.9-ჯერაა გაზრდილი

2022 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 693.4 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 3.9-ჯერ …