აგვისტოში კომერციულმა ბანკებმა 168,049 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს

2022 წლის აგვისტოში კომერციულმა ბანკებმა 168,049 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, ეს კი ივლისთან შედარებით – 124,337 მლნ ლარით; წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 65,074 მლნ ლარით ნაკლებია. შარშან აგვისტოში ბანკების წმინდა მოგება 233,123 მლნ ლარი იყო.

2022 წელს მიღებული წმინდა მოგება თვეების მიხედვით:

იანვარი – 212,695 მლნ ლარი;
თებერვალი – 90,610 მლნ ლარი;
მარტი – 110,181 მლნ ლარი;
აპრილი – 109,394 მლნ ლარი;
მაისი – 159,034 მლნ ლარი;
ივნისი – 154,156 მლნ ლარი;
ივლისი – 292,462 მლნ ლარი;
აგვისტო – 168,049 მლნ ლარი.
ამასთან, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის აგვისტოში კომერციული ბანკების შემოსავლებმა შეადგინა 674,234 მლნ ლარი, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები იყო 482,576 მლნ ლარი. აგვისტოში კომერციული ბანკების ხარჯებმა 484,518 მლნ ლარი შეადგინა.

ამავე სტატისტიკით, ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 17,063 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგებამ 89,741 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 48,719 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.

 

წყარო: bpn.ge

შემთხვევითი სიახლე

შეიძინე eSIM silknet.com-დან

ვირტუალური მობილური ნომერი ბევრი მომხმარებლისთვის  უფრო კომფორტული აღმოჩნდა, განსაკუთრებით  მათთვის, ვისაც  ხშირად უწევს მობილურ მოწყობილობაში …