ეკონომიკური აზრი

გამოიწვევს თუ არა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი საქართველოდან ინტელექტუალური რესურსის გადინებას?!

თბილისი (BPI) – რას გულისხმობს ვიზა-ლიბერალიზაცია, ან ევროპაში გასამგზავრებლად ვიზის მიღების გამარტივება გამოიწვევს თუ არა ქვეყნიდან ადამიანური რესურსის გადინებას, ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩი მამუკა ჟღენტი განმარტავს: – საქართველო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს აუცილებლად მიიღებს. ლაპარაკია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოხდება ეს. სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლების ზოგიერთი მოქმედი და, ძირითადად, აწ უკვე ყოფილი წარმომადგენლები, მინისტრები, საზოგადოებაში ქმნიდნენ დაუსაბუთებელ მოლოდინს, როდესაც აცხადებდნენ, რომ შესაძლებელი ...

Read More »

ანტიდემპინგურ კანონპროექტზე მუშაობა დასრულებულია

თბილისისი (BPI) – ანტიდემპინგურ კანონპროექტზე მუშაობა დასრულებულია. ამის შესახებ „კომერსანტს” პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მაისურაძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, კანინპროექტი შეთანხმებულია როგორც მთავრობასთან, ისე პარლამენტთან. მაისურაძის თქმით, ამ ეტაპზე ეკონომიკის სამინისტროს მიერ ხდება იმ რისკების გათვლა, კანონის ამოქმედებას ბიზნესზე რა გავლენის მოტანა შეუძლია. მისივე ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში კანონი პარლამენტში შევა, მისი დამტკიცება კი სავარაუდოდ 2015 ...

Read More »

ისტორიული აბრეშუმის გზის მარშრუტს მალე „ვიკინგის მატარებელი” დაემატება

თბილისი (BPI) – ისტორიული აბრეშუმის გზის მარშრუტს, რომელიც ევრაზიის კონტინენტის აღმოსავლეთსა და დასავლეთს აერთებს და თანამედროვე ტერმინით „ტრასეკას“ მარშრუტი ეწოდება, მალე „ვიკინგის მატარებლის” სახელწოდებით ცნობილი კონტინენტის ჩრდილოეთისა და სამხრეთის შემაერთებელი მონაკვეთიც დაემატება. ახალი სარკინიგზო მარშრუტის პერსპექტივები, თბილისში სატრანზიტო პროექტ ვიკინგის მონაწილე სარკინიგზო ადმინისტრაციებისა და ცნობილი ლოჯისტიკური კომპანიების ორდღიან სამუშაო თათბირზე განიხილეს. რა ახალ პერსპექტივებს ხსნის ვიკინგისა და ტრასეკას გადაკვეთის წერტილში ...

Read More »

ბიზნეს კონსულტანტი დავით კენჭაძე: დღეს საქართველოში უმუშევრობის პრობლემა არ არის

თბილისი (BPI)  – ინტერვიუ ბიზნეს კონსულტანტ დავით კენჭაძესთან – თქვენ საკონსულტაციო მომსახურების კომპანიას მართავთ. თუ შეგიძლიათ, უფრო კონკრეტულად, რას ითვალისწინებს თქვენი  მომსახურება? – ჩემი კომპანიის მიზანი და მისია ძალიან მარტივია – კომპანიების და ადამიანებისთვის წარმატების მიღწევაში დახმარება. ჩვენ საკონსულტაციო მომსახურებას ვეწევით, რომელიც ბევრ სხვადასხვა ფორმაში გამოიხატება. ის კლიენტის საჭიროებაზეა მორგებული. ჩვენ ვარკვევთ რა სურს კლიენტს და შემდეგ უკვე იმის შესაბამის ...

Read More »

ღირს თუ არა თანხის ჩადება უძრავ ქონებაში?

თბილისი (BPI) – “უძრავ ქონებაზე ფასები მინიმუმ 30-40%-ით არის შემცირებული და ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება” მიღებულია, რომ უძრავ ქონებაში ფულის ჩადება მისი შენახვის ერთ-ერთი საიმედო გზაა. სწორედ ამიტომ, უძრავი ქონება ყველგან ძვირი ღირს. მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ სახლებს შორის შეიძლება აღმოაჩინოთ ვილა საფრანგეთში, რომლის ფასიც 506 მილიონი ამერიკული დოლარია, 200 მილიონ დოლარად შეფასებული პენთჰაუსი ლონდონში, რომელიც ტომ კრუზის, ქეით ჰოლმსისა და ...

Read More »

ღარიბაშვილი: დასაქმება ჩვენი პრიორიტეტია

თბილისი (BPI) – დასაქმება და სამუშაო ადგილების გაზრდა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დასაქმების რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ დასაქმების შესაძლებლობების გაზრდისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესსექტორის ხელშეწყობა და ამიტომ, მთავრობა მაქსიმალურად უწყობს ხელს ჯანსაღი, თავისუფალი და კონკურენტული ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას. „2015 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, ბიზნესსექტორი განსაკუთრებული ზრდით გამოირჩევა. მნიშვნელოვანია, ...

Read More »

გარდაქმნილი საპარტნიორო ფონდი გაზაფხულზე დაიწყებს მუშაობას

თბილისი (BPI) – ინტერვიუ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელ დავით საგანელიძესთან – ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები, თქვენთან შეხვედრამდე, არ ეთანხმებოდნენ საპარტნიორო ფონდის რეფორმირების და მისი ბანკად გარდაქმნის იდეას. შეიცვალა რამე მათთან შეხვედრის შემდეგ? – რეფორმის შინაარსი, მიზნები და ამოცანები, რაც ახალ სტრუქტურას უნდა ჰქონდეს, არავისგან ყოფილა გაპროტესტებული. პირიქით, ყველამ თქვა, რომ ეს აბსოლუტურად სწორია და დააფიქსირეს, რომ სამწუხაროდ ეს კომუნიკაციის ნაკლებობის ბრალი იყო. ჩვენ ...

Read More »

Schulze Global Investments-ის დამფუძნებელი ხელისუფლებაში გამოცდილების ნაკლებობაზე საუბრობს

თბილისი (BPI) – ამერიკულ საინვესტიციო კომპანიის დამფუძნებელი გაბრიელ შულცე საქართველოს ხელისუფლებაში გამოცდილების ნაკლებობაზე საუბრობს. როგორც „კომერსანტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში კომპანიის დირექტორი ამბობს, ქვეყანაში კარგი ბიზნესგარემოა და იდეალურობამდე მას სწორედ გამოცდილება აკლია, რომლითაც ხელისუფლებამ უცხოელი ინვესტორები უნდა მოიზიდოს. საქართველოში კომპანიის გეგმებთან და ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოსთან დაკავშირებით „კომერსანტს“ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში Schulze Global Investments-ის დამფუძნებელი და დირექტორი გაბრიელ შულცე ესაუბრა. –  როგორც ვიცი, ...

Read More »

რას ამბობს ეკონომიკის მინისტრი ჩინურ ინვესტიციებზე, “გაზპრომსა” და ლარის კურსზე

თბილისი (BPI) – “ცოტა ხნის წინ ჩინეთიდან საქართველოში მატარებელი 7 დღეში ჩამოვიდა. საქართველოდან ევროპამდე მატარებლის ჩასვლას კიდევ 3 დღე სჭირდება, რაც ნიშნავს, რომ ჩინეთიდან ევროპაში ტვირთი 10 დღეში ჩადის, რაც აქამდე შეუძლებელი იყო ” გასულ კვირას, ორი დღის განმავლობაში, თბილისი “აბრეშუმის გზის ფორუმს” მასპინძლობდა. ფორუმზე, სადაც 32 ქვეყნის 1000-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, საქართველოსთვის რამდენიმე მნიშვნელოვან საინვესტიციო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ფაქტია, რომ ...

Read More »

მოუტანს თუ არა სარგებელს საქართველოს ახალი ” აბრეშუმის გზა”?

თბილისი (BPI) – “საქართველოში “აბრეშუმის გზის ფორუმი” დასრულდა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას არა მხოლოდ ბიზნესებს შორის კონტაქტების დამყარებისთვის, არამედ რეგიონული თანამშრომლობის ისეთი საკითხების განსახილველად, როგორიცაა: ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, სასტუმრო ბიზნესი, ტურიზმი და საერთაშორისო ვაჭრობა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ორდღიანი ფორუმის განმავლობაში, რომელსაც 31 ქვეყნის 800-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრება, მათ შორის სხვადასხვა მთავრობისა და ბიზნესწრეების დელეგატები, ცნობილი ეკონომისტები და ჟურნალისტები, ...

Read More »