2021 წელს დღგ-ის ზედმეტობის სახით დაბრუნებულმა თანხამ მილიარდ 930 მლნ ლარი შეადგინა – ლაშა ხუციშვილი

ავტომატური დაბრუნების სისტემის სრულად ამოქმედების შედეგად, 2021 წელს დღგ-ის ზედმეტობის სახით დაბრუნებულმა თანხამ მილიარდ 930 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2020 წელთან შედარებით, 900 მილიონი ლარით მეტი, ხოლო 2019 წელთან შედარებით მილიარდ 300 მილიონი ლარით მეტია,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, დაბრუნების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, ისეთ სექტორებში, როგორიცაა მრეწველობა, რომლის უდიდესი ნაწილი ექსპორტში აისახება და ასევე, მშენებლობა, რომელიც დასაქმების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა.

„კონსერვატიული შეფასებით, დღგ-ის დაბრუნების ეფექტმა ეკონომიკურ ზრდაში მხოლოდ 2021 წელს 0,5 პროცენტული პუნქტი შეიტანა, ხოლო ჯამურად 2020-2022 წლებში მისი ეფექტი 1.5 პროცენტია“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა 4 თვეში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 120 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2026 წლის იანვარიდან აპრილის ჩათვლით ელექტროენერგიის, ბუნებრივი …