დადასტურდა, რომ ლიბერთის საპროცენტო განაკვეთები საბაზრო პირობების შესაბამისი იყო – ვაჟა მენაბდე

დადასტურდა, რომ საპენსიო სესზებზე “ლიბერთის” საპროცენტო განაკვეთები საბაზრო პირობების შესაბამისი იყო – ამის შესახებ “ლიბერთის” მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა ვაჟა მენაბდემ გადაცემაში “ბიზნესი ბლუმბერგთან ერთად” სტუმრობისას განაცხადა. მისი განმარტებით, ჯერჯერობით სატენდერო პირობები ბოლომდე დაზუსტებული არ არის და შესაბამისად ამ დროისათვის არც ბანკს აქვს საბოლოო გადაწყვეტილება მიიღებს თუ არა მომავალ ტენდერში მონაწილეობას, რომელიც ძალაში 2023 წლის იანვრიდან შევა.

იმავდროულად ცნობილი ხდება, რომ მომავალი წლიდან ე.წ. საპენსიო სესხზე საპროცენტო განაკვეთის ჭერი 26%-ი იქნება, ხოლო უშუალოდ ტენდერის მიხედვით დაწესებული სქემის ასამოქმედებლად ბიუჯეტიდან 15 მლნ ლარის გამოყოფა მოხდება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული სუბიექტი მიიღებს.

“ტენდერში გამარჯვებული ლიბერთი იქნება თუ სხვა ბანკი, იმ პირობებით მოახდენს მომსახურებას რაც ტენდერის პირობებში იქნება ჩადებული. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ არა მიმდინარე ეტაპზე სესხების გაცემის მდგომარეობაზე, არამედ ახალი ტენდერის შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი, რომელიც ტენდერის პირობებში ჩამოყალიბდება ძალაში შევა 2023 წლის იანვრიდან.

ტენდერში გამარჯვებული ბანკი, დღეს ეს არის ლიბერთი და შემდეგ ვნახოთ ვინ იქნება, ახორციელებს პენსიების გაცემას და დისტრიბუციას. ამ ყველაფერს თავისი ხარჯი აქვს. აქამდე ეს უფასოდ ხდებოდა ლიბერთის მიერ. როდესაც ვსაუბრობთ, რომ საპროცენტო განაკვეთი მცირდება 30%-დან 26%-მდე და ამის საპირწონე ეს არის სუბსიდია, ჩვენ ამ საკითხს ასე არ ვუყურებთ. რომ გავიხედოთ რა ხდებოდა წარსულში, ვნახავთ, რომ სახელმწიფო პენსიის დარიგებაში იხდიდა ათეულობით მილიონ ლარს. ამის გარდა გაიცემოდა სესხები, რომელიც ცალკე მდგომი პროდუქტია. ლიბერთის ახალი მენეჯმეტის პირობებში საპროცენტო განაკვეთები შემცირდა და რეალურად 100%-დან 30%-მდე ჩამოვიდა. დღეს ბანკს დისტრიბუცია, პენსიის დარიგება საკმაოდ დიდი თანხა უჯდება. უფასოდ მილიონზე მეტი ადამიანის მომსახურება, პენსიის მიტანა სახლში საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ასე რომ ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს არის სუბსიდია. თანხა რომელიც გადაწყდა, წინასწარი ინფორმაციით ეს არის 15 მლნ ლარი, არის დისტრიბუციის, პენსიის დარიგების ხარჯი, რომელიც არანაირ კავშირში არაა სესხის განაკვეთთან“, აცხადებს ვაჯა მენაბდე.

ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი აცხადებს, რომ თუ ტენდერის პირობებში 26%-იანი ჭერი ჩაიწერება, მაშინ ტენდერში გამარჯვებული ბანკი იძულებული იქნება ეს პირობა დაიცვას. ან დაფიქრდეს, უნდა მიიღოს ამ ტენდერში მონაწილეობა თუ არა. სატენდერო პირობებზე მუშაობა მიმდინარეობს და შესაბამისად ბანკს ტენდერში მონაწილეობაზე ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ აქვს, რადგანაც სწორედ საბოლოო პირობების ჩამოყალიბების შემდეგ უნდა მოახდინოს ბანკმა კალკულაცია და არსებული რისკების გათვლა.

“დათვლა უნდა, გაანგარიშება ამ ყველაფერს. ერთი რაც მნიშვნელოვანია მინდა ვთქვა, რომ ვადაზე ადრე რომ ტენდერი ტარდება ეს ჩვენი ინიციატივა იყო. რადგან არ დასრულდა ამ თემაზე სპეკულაციები.

რასაც ჩვენ ვამტკიცებდით, რომ ჩვენი განაკვეთები არის საბაზრო და საბაზროზე დაბალი ესეც რეალურად დადასტურდა. ბანკი კომერციული ორგანიზაცია და ჩვენ საქველმოქმედო ორგანიზაცია ვერ ვიქნებით, თუმცა ბევრ ქველმოქმედებასაც ვეწევით. თუ ვნახავთ, რომ ზარალიანია კონკრეტული პროდუქტი მაშინ შემცირება, ან მასზე უარის თქმა მოგვიწევს. ჩვენ ვამბობთ, რომ დღედ საპროცენტო განაკვეთი არის 30% და 26%-ი ძალიან დაბალია და შესაძლოა ბანკისთვის ზარალიანი გამოვიდეს.

რისკებიდან გამომდინარე, რომელიც ასაკთან ერთად იზრდება მესამედიც კი რომელიც დღეს ასეთ სესხს იღებს ხვალ შესაძლოა მათთვის ხელმისაწავდომი აღარ გახდეს. ჯამურად, რომ შევხედოთ ზოგადად შესაძლოა პროდუქტი აღარ იყოს საინტერესო და დაკრედიტების თემა შემცირდეს. დათვლა უნდა ამას და გაანგარიშება.

ზოგადად, ფასის ჭერის დაწესება და ფასის რეგულირება არ არს დამახასიათებელი საბაზრო ეკონომიკისთვის და საბაზრო პირობებში ჩარევას არ მოაქვს კარგი შედეგები. ერთის მხრივ ვლაპარაკობთ საბაზრო ეკონომიკაზე და მეორეს მხრივ რეგულაციაზე – ეს ორი მიდგომა ერთმანეთთან თანხვედრაში არაა. საბაზრო ეკონომიკა არის, როდესაც ბაზარი თავად არეგულირებს მოთხოვნა/მიწოდებიდან გამომდინარე ფასს. 50%-იანი ჭერი, რომელიც სებ-მა დაადგინა, ვთვლი, რომ სწორედ ეს არის სამართლიანი ჭერი და მან მოხსნა ყველა პრობლემა. არ არის კარგი როდესაც ხდება რეგულირება საბაზრო პროდუქტის ფასის”, განაცხადა ვაჟა მენაბდემ.

 

შემთხვევითი სიახლე

ფინანსთა სამინისტრო: ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია

ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ სიცრუეს, სრულიად აქარწყლებს ის ოფიციალური მონაცემები, რომელიც გამოქვეყნებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდებზე. კერძოდ: ⁠⁠ბოლო5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია; ⁠⁠2025წელი ამ მხრივ გამორჩეული იყო, ვინაიდან პირველად დეფიციტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამოსცდა მშპ-ის 2%-ს და 1,4% შეადგინა, რაც ბიუჯეტის დეფიციტის ისტორიული მინიმუმია; ⁠⁠ნომინალურმაჩვენებლებსაც თუ შევხედავთ, გეგმასთან მიმართებით დეფიციტი მცირდებოდა, საშუალოდ, 150-200 მლნ ლარის ფარგლებში, თუმცა გასულ წელს დეფიციტის შემცირების მაჩვენებელმა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა; ⁠⁠ასევესიცრუეა, თითქოს, შემოსავლებს და ხარჯებს შორის სხვაობა გასულ პერიოდში დაგროვილი ნაშთით დაფინანსდა. თუ შევხედავთ მთავრობის ჯამურ დეპოზიტებს, მისი მოცულობა 2025 წელს, ჯამურად, 900 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა და 6 მილიარდ 100 მილიონ ლარს გადააჭარბა. ⁠⁠უშუალოდსახელმწიფო ბიუჯეტის დეპოზიტების ზრდამ 80 მილიონ ლარს გადააჭარბა; ⁠⁠ასევე,აღსანიშნავია, რომ 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი შემოსავალი გადაჭარბებით შესრულდა და ჯამში, გადაჭარბებამ 200 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებული მორიგი დეზინფორმაცია და მისი დაკავშირება სასურსათო პროდუქციის ფასებთან, არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი უშედეგო მცდელობა.